სად და როგორ აღნიშნავენ ყავის საერთაშორისო დღეს

სად და როგორ აღნიშნავენ ყავის საერთაშორისო დღეს

29 სექტემბერს ყავის საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით კიდევ ერთხელ აღინიშნება. მასში მონაწილეობას ყოველწლიურად უამრავი ქვეყანა იღებს. ღონისძიების თავდაპირველი მიზანი ყავის პოპულარიზაცია იყო, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაეგო ამ მარცვლეულის მოშენების შესახებ.

ყავა, რომელიც ასეთი პოპულარული სასმელია მთელს მსოფლიოში, დიდი რაოდენობით კოფეინს შეიცავს, რის გამოც მასტიმულირებელი ეფექტით გამოირჩევა. ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ ყავის ზომიერი რაოდენობით მირთმევა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. კოფეინი, რომლითაც ასეთი გაჯერებულია ყავის მარცვალი, ამცირებს დაღლილობას, აძლიერებს გონებრივ აქტივობას და გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამძლეობას. სწორედ ამიტომ მიაჩნიათ, რომ ყავის დალევა ადამიანს ენერგიას მატებს.

დღეს უკვე ყავის უამრავი სახეობაა ცნობილი, მათგან ყველაზე დიდი პოპულარულობით ესპრესო და ამერიკანო სარგებლობს.

ესპრესოს ისტორია 1900 წლიდან იწყება, როდესაც იტალიელმა მეწარმემ ლუიჯი ბეზერამ პირველად გამოიყენა სპეციალური ფილტრი და ორთქლის წნევა ყავის მომზადებისთვის. სიტყვა "ესპრესო“ ნიშნავს დახვეწილს, რაც ყავის მომზადების სპეციფიკიდან გამომდინარეობს.

ამერიკანო წყალში გახსნილი და შემდეგ ფილტრში გატარებული ესპრესოა. ამ ყავის მოსამზადებლად სპეციალური დანადგარი გამოიყენება, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია. მთელს მსოფლიოში ყავის მოყვარულთათვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას ყოველწლიურად უამრავი სიახლე და სიურპრიზი ახლავს თან.

წელს აღნიშნულ ღონისძიებაში აქტიურად ერთვება საქართველოც. 29 სექტემბერს, ყავის საერთაშორისო დღეს სპეციალური შეთავაზებებით ხვდება იტალიური კაფე "ჩი გუსტა", რომელიც სტუმრებს " ბიბლუსი გალერეაში" ყავის მრავალფეროვანი ნაირსახეობით სპეციალურ ფასად გაუმასპინძლდება. სადღესასწაულო გარემოში მომხმარებელი ყავის კოქტეილების დაგემოვნებასაც ექსკლუზიურ ფასად შეძლებს. 20 საათზე კი "ჩი გუსტაში“ დიდ ეკრანზე მსოფლიო კინოკლასიკის შედევრის, "რომაული არდადეგების“ ჩვენება გაიმართება.

ცნობისთვის, იტალიის ქალაქ ნეპოლში საუკუნოვანი ტრადიცია არსებობდა, ადამიანები ერთის ნაცვლად ორი ყავის საფასურს იხდიდნენ, რათა მოგვიანებით ღარიბ ადამიანებს შეძლებოდათ ყავის უფასოდ მირთმევა.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია