"მარსზე წყალი გრაფიკით აღმოაჩინეს..." - ქართველები "ფეისბუქში" NASA-ს აღმოჩენაზე ხუმრობენ

"მარსზე წყალი გრაფიკით აღმოაჩინეს..." - ქართველები "ფეისბუქში" NASA-ს აღმოჩენაზე ხუმრობენ

ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ პლანეტა მარსის მთავარი საიდუმლო გახსნა - პლანეტაზე მდინარეებია აღმოჩენილი - სეზონურად მარილიანი წყლის ნაკადები ჩნდება. ამის შესახებ "ნასამ" სპეციალურად ამ თემისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამ ფაქტს ქართველები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან.

"აქ რომ აღმოჩნდეს ზეციური საქართველო"

შალვა ნათელაშვილი: "აღსრულდა, სამყაროში მარტო არა ვართ. როგორც ამ წუთებში გამოაცხადა ამერიკის აეროკოსმოსური კვლევის სააგენტომ პლანეტა მარსზე აღმოჩენილია წყალი თხევად, გამდინარე მდგომარეობაში. სადაც წყალია, იქ, რა თქმა უნდა, სიცოცხლეცაა. გილოცავთ ყველას ამ ისტორიულ დღეს, თუმცა მთელი სერიოზულობით კაცობრიობა ჯერჯერობით მაინც ვერ ადგენს რამდენი ამომრჩეველია საქართველოში".

"მარსზე წყალია, საქართველოს ზოგიერთ სოფელში კი - არა:) მარსზე წყლის აღმოსაჩენად ფული მოიძებნება, აფრიკელების წყლით უზრუნველსაყოფად კი - არა:)"

"omg ნასამ მარსზე წყალი აღმოაჩინა და მე ჯერ კიდევ ვერ მიშოვია შეყვარებული"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს