"ამას, რაც მოხდა, არ ვიფიქრებდი" - ზურაბ ადეიშვილი ცხოვრებასა და პოლიტიკურ გუნდზე

"ამას, რაც მოხდა, არ ვიფიქრებდი" - ზურაბ ადეიშვილი ცხოვრებასა და პოლიტიკურ გუნდზე

ჩვენი გუნდის მთავარი უპირატესობა იყო განათლება, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "ნანუკას შოუში" განაცხადა.

მისივე თქმით, ვერ იფიქრებდა, რომ ემიგრაციაში ცხოვრება მოუწევდა, მაგრამ ადეიშვილის განმარტებით, ადამიანის ძირითადი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ შეძლოს კარიერის და ცხოვრების ხელახლა აწყობა ნებისმიერ ქვეყანაში.

"ამას, რაც მოხდა, არ ვიფიქრებდი, თუმცა ნებისმიერი ადამიანის ძირითადი უპირატესობა ის არის, რომ შეეძლოს ნებისმიერ ქვეყანაში თავისი კარიერის, თავისი ცხოვრების ხელახლა აწყობა. ჩვენი გუნდის ბევრ წევრს ეს არ გაჭირვებია იმიტომ, რომ ძალიან ბევრს ჰქონდა კარგი განათლება. ჩვენი მთავარი უპირატესობა სწორედ ეს იყო – განათლება და უნარი, შენ თვითონ გააკეთო საქმე", - აღნიშნა ადეიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია