თინა კანდელაკი ვლადიმირ პუტინის საყვარელს დაუმეგობრდა

თინა კანდელაკი ვლადიმირ პუტინის საყვარელს დაუმეგობრდა

ცნობილმა ტანმოვარჯიშემ ალინა კაბაევამ თაყვანისმცემლები სასიამოვნოდ გააკვირვა, როდესაც საზოგადოების წინაშე შესანიშნავ ფორმაში წარსდგა. კარიერის დასრულების შემდეგ წონაში მომატებული კაბაევა თინა კანდელაკის ფოტოებზე ბრწყინვალე ფორმაშია. ჟურნალისტებმა მოახერხეს იმის გარკვევა, თუ როგორ გახდა ალინა კაბაევა.

”მე მომიყვნენ, რომ ალინა სპეციალური დიეტის დახმარებით გახდა, რომელიც კონკრეტულად მისთვის შეიმუშავა დიეტოლოგმა მარგარიტა კარალევამ. ის ჯანმრთელობის და სწორი კვების სფეროში საუკეთესო სპეციალისტია”, - ყვება კაბაევას ერთ-ერთი კოლეგა.

ცნობილი დიეტოლოგის კლიენტები არიან ვალერია, ფილიპ კირკოროვი, ნიკოლაი ბასკოვი და რუსეთის სხვა ცნობილი სახეები. აღსანიშნავია, რომ 32 წლის კაბაევამ თავისი საოცარი სხეული სატელევიზიო არხ ”მატჩ ტივის” სარეკლამო რგოლის გადაღებებზე წარმოაჩინა. არხის გენერალური პროდუსერი თინა კანდელაკია. ”ალინას სტუდიაში ვიღებდით, პროცესს ხუთი საათი მოვუნდით. ალინა ისევე იდეალურად მოძრაობს, როგორც გამოიყურება. პირველად მასთან 15 წლის წინ ვიმუშავე, ”გაზპრომის” რეკლამას ვიღებდით. მგონია, რომ იმ დროიდან არც კი შეცვლილა”, - უთხრა ჟურნალისტებს Shandesign-ს დირექტორმა სერგეი შანოვიჩმა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება