შვედეთში სამუშაო დროის ხანგრძლივობას 6 საათამდე ამცირებენ

შვედეთში სამუშაო დროის ხანგრძლივობას 6 საათამდე ამცირებენ

შვედური კერძო კომპანიები 6-საათიანი სამუშაო დღის განრიგზე გადადიან. შვედი დამსაქმებლები დარწმუნებული არიან, რომ დროის ამ მონაკვეთში დასაქმებულები უფრო ეფექტურად იმუშავებენ. გარდა ამისა, უფრო იოლად დააბალანსებენ პირად ცხოვრებასა და კარიერას.

შვედური კომპანია Filimundus-ის ხელმძღვანელის ლინუს ფელდის განცხადებით, 8-საათიანი სამუშაო დღე არც ისე ეფექტურია.

„ჩვენი კომპანია გასულ წელს გადავიდა 6-საათიან სამუშაო დღის განრიგზე. ამასთან დაკავშირებით თანამშრომლებს ვთხოვეთ, რომ ნაკლებად ესარგებლათ სოციალური ქსელებით და მაქსიმალურად გამოეყენებინათ ეს ექვსი საათი სამუშაოსთვის“, - აღნიშნა ლინუს ფელდმა.

6-საათიან სამუშაო დღეზე გადასვლის ექსპერიმენტს ნერგავენ საჯარო სამსახურებიც. ცოტა ხნის წინ მოხუცთა თავშესაფარში მედდებს სამუშაო დრო 6 საათამდე შეუმცირეს, თუმცა ანაზღაურება იგივე დაუტოვეს.

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."