ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია ”ბალენსიაგას” კრეატიულ დირექტორად დაინიშნა

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია ”ბალენსიაგას” კრეატიულ დირექტორად დაინიშნა

"ვუნდერკინდი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია ”ბალენსიაგას” კრეატიულ დირექტორად დაინიშნა" - წერს გამოცემა businessoffashion.com. ბრენდისთვის თავისი პირველი შოუ გვასალიამ 2016 წლის მარტში უნდა წარმოადგინოს. აგრეთვე ის განაგრძობს ბრენდ Vetements-ის კოლექციის შექმნასაც.

გასულ სეზონებზე Vetements-ი პარიზის მოდის კვირეულებზე ახალი ენერგიის შემომტანი გახლდათ კლასიკური, დემოკრატიული სამოსით, რომელიც გაწყობილი იყო ახალი პროპორციებით და ქუჩური სტილის მგრძნობელობით. ბრენდმა მალე მოიპოვა პოპულარობა, მის სათავეში დემნასთან ერთად მისი ძმა გურამ გვასალია დგას და მათი სახასიათო ნიშანი გახლავთ დიდი ზომის სამოსი, ყვავილების პრინტებით გაწყობილი კაბები და გადაკეთებული ჯინსები. Vetements-ი რვიდან ერთ-ერთი ფინალისტი იყო 2015 წლის LVMH დაჯილდოებაზე, რომლის გახმაურებული შოუც ჩინურ რესტორანში, ბელვილში გაიმართა.

მანამდე გვასალია რვა წლის მანძილზე მუშაობდა სცენის მიღმა Margiela-ში, ხოლო მოკლე პერიოდი ლუი ვუტონშიც. Agnès Barret, რომელიც Margiela-სთვის ტალანტების მოძიებაზე მუშაობდა, გვასალიას მარჯელას ”სულიერ შვილს” უწოდებდა.

გვასალიას ახალი პოზიციის შესახებ სიახლე "ბალენსიაგას" ყოფილმა კრეატიულმა დირექტორმა ალექსანდრ უენგმა გასულ პარასკევს ბრენდისთვის გამართულ ბოლო შოუზე განაცხადა.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება