რო­დის იგ­რ­ძ­ნო თა­ვი და­მარ­ცხე­ბუ­ლად ნუ­ცა ბუ­ზა­ლა­ძემ

რო­დის იგ­რ­ძ­ნო თა­ვი და­მარ­ცხე­ბუ­ლად ნუ­ცა ბუ­ზა­ლა­ძემ

მომ­ღე­რა­ლი ნუ­ცა ბუ­ზა­ლა­ძე თავს იღ­ბ­ლი­ან ადა­მი­ა­ნად მი­იჩ­ნევს. ფიქ­რობს, რომ რა­საც გუ­ლით მო­ინ­დო­მებს, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­უ­ვა.

გა­მარ­ჯ­ვე­ბებს მიჩ­ვე­უ­ლი, და­მარ­ცხე­ბას ვერ ეგუ­ე­ბა. თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნავს, - ხან­და­ხან მარ­ცხის გე­მოც უნ­და გა­ი­გოო.

ბავ­შ­ვო­ბა

- და­ახ­ლო­ე­ბით 3 წლის ვი­ყა­ვი, დე­დამ სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში რომ შე­მიყ­ვა­ნა. ბა­ღი სახ­ლთან ახ­ლოს იყო და გზა რომ ვის­წავ­ლე, მე­რე მარ­ტო დავ­დი­ო­დი, დე­დას აღარ ვა­წუ­ხებ­დი ხოლ­მე (ი­ცი­ნის). ბავ­შ­ვო­ბი­დან­ვე ვცდი­ლობ­დი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. რო­ცა რა­ი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბა ტარ­დე­ბო­და, ყო­ველ­თ­ვის ვაქ­ტი­უ­რობ­დი. თა­ვის გა­მო­ჩე­ნა ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და.

- სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გყავ­და?

- რო­გორ არა! თან, ერ­თი კი არა, სა­მი ბი­ჭი ერ­თ­დ­რო­უ­ლად მიყ­ვარ­და. მახ­სოვს, სა­მი­ვე ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რი იყო. მათ ვაწ­ვა­ლებ­დი და არც ერ­თ­მა არ იცო­და, რომ მიყ­ვარ­და... სკო­ლა­ში კი ჩემ­ზე 2 წლით უფ­რო­სი ბი­ჭი და მას მთე­ლი 2 წე­ლი ვეპ­რან­ჭე­ბო­დი. სე­რი­ო­ზუ­ლი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. იმ ბიჭ­მა არც იცო­და, რომ მომ­წონ­და. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­და­მიყ­ვარ­და (ი­ცი­ნის).

- რო­გო­რი მოს­წავ­ლე იყა­ვი?

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ კარ­გი მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი. ყუ­რადღე­­ბის ცენ­ტ­რ­ში ყოფ­ნა მიყ­ვარ­და და კლა­სის თვით­მ­მარ­თ­ვე­ლიც კი ვი­ყა­ვი. მოკ­ლედ, ვაქ­ტი­უ­რობ­დი.

- თუ გახ­სოვს, პირ­ვე­ლად რა პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბის სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნ­და?

- სიმ­ღე­რა პა­ტა­რა ასა­კი­დან და­მიწყია. მთე­ლი ბავ­შ­ვო­ბა და მე­რეც, ვფიქ­რობ­დი, რომ მომ­ღე­რა­ლი უნ­და გავ­მ­ხ­და­რი­ყა­ვი. უკ­ვე მოზ­რ­დილ ასაკ­ში, რო­ცა ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა პრო­ფე­სი­ე­ბი აირ­ჩი­ეს, მეც ვთქვი, - ჟურ­ნა­ლის­ტი გავ­ხ­დე­ბი-მეთ­ქი, მაგ­რამ მა­ლე­ვე გა­და­ვი­ფიქ­რე. ერ­თი პე­რი­ო­დი ოპე­რის მომ­ღერ­ლო­ბაც მინ­დო­და, მაგ­რამ ბო­ლოს მა­ინც, ეს­ტ­რა­და ვამ­ჯო­ბი­ნე.

- ამ­ბობ, ბავ­შ­ვო­ბა­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, ლი­დე­რი და მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ვი­ყა­ვიო. ეს თვი­სე­ბე­ბი დღე­საც გაქვს?

- ყვე­ლა ბავ­შ­ვო­ბის დრო­ინ­დე­ლი თვი­სე­ბა დღემ­დე მომ­ყ­ვე­ბა. ვფიქ­რობ, ეს ისე­თი თვი­სე­ბე­ბია, რო­მე­ლიც ყვე­ლას უნ­და ჰქონ­დეს. რა­საც ხელს მოვ­კი­დებ, ვცდი­ლობ, სა­უ­კე­თე­სოდ გა­ვა­კე­თო. რო­ცა პირ­ვე­ლო­ბა გიყ­ვარს და იბ­რ­ძ­ვი კი­დეც ამის­თ­ვის, პირ­ვე­ლი თუ არა, ბო­ლო მა­ინც აღარ იქ­ნე­ბი.

- წელს აბი­ტუ­რი­ენ­ტი იყა­ვი. უკ­ვე სტუ­დენ­ტი ხარ?

- ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე არ გავ­სულ­ვარ. საზღ­ვარ­გა­რეთ ვა­პი­რებ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას, მა­ნამ­დე კი ერ­თ­წ­ლი­ა­ნი პა­უ­ზა ავი­ღე და მო­მა­ვალ წელს იმე­დია, სას­წავ­ლებ­ლად ამე­რი­კა­ში გა­ვემ­გ­ზავ­რე­ბი.

ცხოვ­რე­ბის წე­სი

- ამ ეტაპ­ზე სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ზე ზრუნ­ვით აქ­ტი­უ­რად ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. დი­ლით მივ­დი­ვარ აუზ­ზე, სა­დაც ვცუ­რავ და მე­რე მთე­ლი დატ­ვირ­თ­ვით ვვარ­ჯი­შობ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე მივ­დი­ვარ, შემ­დეგ ვო­კალ­ში ვმე­ცა­დი­ნე­ობ... დე­და გიჟ­დე­ბა, - რო­გორ გიყ­ვარს შე­ნი თა­ვიო (ი­ცი­ნის)... ძა­ლი­ან მინ­და, ის ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თო, რაც უკე­თე­სო­ბის­კენ შემ­ც­ვ­ლის. ერ­თა­დერ­თი, კვე­ბის რე­ჟი­მი ვერ და­ვა­რე­გუ­ლი­რე. სა­ღა­მო­ო­ბით, რო­ცა მე­გობ­რე­ბი ვიკ­რი­ბე­ბით, სუ­პერ­მარ­კეტ­ში უამ­რავ ტკბი­ლე­ულს ვყი­დუ­ლობთ და გემ­რი­ე­ლად გე­ახ­ლე­ბით (ი­ცი­ნის).

- ანუ დი­ე­ტა­ზე ყოფ­ნა ხში­რად გი­წევს, არა?

- კი, საკ­მა­ოდ ხში­რად ვარ დი­ე­ტა­ზე. ხან­და­ხან მთე­ლი დღე მხო­ლოდ წყალს ვსვამ, ზოგ­ჯერ კი ნე­ბის­ყო­ფა არ მყოფ­ნის, რომ ტკბი­ლე­ულ­ზე უარი ვთქვა. თუმ­ცა, რო­ცა პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და რა­ღაც სე­რი­ო­ზუ­ლი შეხ­ვედ­რა მაქვს და­გეგ­მი­ლი, დი­ე­ტა­ზე უარს არ ვამ­ბობ. მახ­სოვს, "ი­ურ­მა­ლის­თ­ვის" რომ ვემ­ზა­დე­ბო­დი, წო­ნა­ში 8 კი­ლოგ­რა­მი და­ვი­კე­ლი... არის პე­რი­ო­დე­ბი, რო­ცა ძა­ლი­ან ვიკ­ლებ ან პი­რი­ქით - ძა­ლი­ან ვი­მა­ტებ.

- ასე­თი ცვა­ლე­ბა­დი წო­ნის გა­მო ალ­ბათ, გარ­დე­რო­ბის ხშირ-ხში­რად გა­ახ­ლე­ბა გი­წევს. ასეა?

- ეგ ყვე­ლა­ზე დი­დი პრობ­ლე­მაა. რო­ცა ვსუქ­დე­ბი, ამო­ვი­ჩე­მებ ხოლ­მე ერთ სა­მოსს ანუ იმას, რო­მელ­შიც უფ­რო

ნაკ­ლე­ბად ჩანს ჩე­მი ზედ­მე­ტი წო­ნა და სულ ის მაც­ვია. ასეთ დროს არაფ­რის ხა­ლი­სი არ მაქვს: არც ლა­მა­ზად ჩაც­მის, არც "შო­პინ­გის". ძი­რი­თა­დად, მა­შინ ვსუქ­დე­ბი, რო­ცა მო­დუ­ნე­ბუ­ლი ვარ და საქ­მე არ მაქვს.  განაგრძეთ კითხვა

ჯონი დეპს ცოლი სცემდა? - ვარსკვლავური წყვილის გარშემო სკანდალი გრძელდება

Nile Rodgers & Chic-ი „ბლექ სი არენას“ სცენას 18 ივლისს დაიკავებს!

ბრედ პიტისა და რეჯინა კინგის ცეცხლოვანი კოცნა "ოსკარის“ ცერემონიაზე - კადრები, რომლებმაც ინტერნეტი "ააფეთქა“