როგორი დამოკიდებულება აქვთ აფხაზ ახალგაზრდებს საქართველოს მიმართ - ემოციური ამბავი, რომელიც ქართველ გოგონას სოხუმში სტუმრობისას გადახდა

როგორი დამოკიდებულება აქვთ აფხაზ ახალგაზრდებს საქართველოს მიმართ - ემოციური ამბავი, რომელიც ქართველ გოგონას სოხუმში სტუმრობისას გადახდა

როგორ ცხოვრობენ აფხაზი ახალგაზრდები, რა ინტერესები აქვთ? მათ არ აქვთ წარმოდგენა აფხაზეთის გარეთ მიმდინარე პროცესებზე. ომმა ორი მოძმე ხალხი ერთმანეთთნ გააუცხოვა.

22 წლის თათია ზუხბაია სომხუმიდანაა. რთული სიტუაციის მიუხედავად, თათია საკუთარ ფესვებს არ ივიწყებს და მოძმე ხალხთან თბილი ურთიერთობის დამყარებას ცდილობს. თათია დარწმუნებულია, რომ დადგება დრო, როცა ორ მოძმე ხალხს შორის ყინული გალღვება. 22 წლის სტუდენტი მოწვევით ყოველ ზაფხულს სოხუმში ჩადის და მისი დათვალიერებით ტკბება. თათია იქ მცხოვრები ახალგაზრდების შესახებ ამბები.გე-ს ესაუბრა.

"არსებობს სტერეოტიპი, რომლის მიხედვითც ენგურს მიღმა კაციჭამია ადამიანები ცხოვრობენ. თითქოს იქ ყველა ადამიანი მზად არის ტყვია დაგახალოს შუბლში. რა თქმა უნდა, არსებობს პრობლემები, აგრესია, თუმცა არსებობს ერთი კარგი ქართული გამონათქვამი. ქვევრს რასაც ჩასძახებ, იმასვე ამოგძახებს. რა ინფორმაციასაც ღებულობს იქაური ახალგაზრდობა იმ ინფორმაციით იზრდებიან. ამიტომ მათი ეს რეაქცია სამწუხაროდ ბუნებრივი და ლოგიკურიც კი არის. ეს სტერეოტიპი უნდა დაიმსხვრეს. ენგურს მიღმა ისეთი ადამიანებიც ცხოვრობენ, რომლებსაც სწამთ, რომ აფხაზეთი არ არის ცალკე სახელმწიფო. მათ იციან რომ იყო წლები, როდესაც ჩვენ ერთად ვცხოვრობდით",- ამბობს თათია.

თათია გვიყვება, რომ სოხუმში დათვალიერების მიზნით ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში ჩაეწერა. როცა მისმა გიდმა აღმოაჩინა, რომ თათია საქართველოდან იყო მისდამი დამოკიდებულება რადიკალურად შეცვალა. ”ჩვენი გიდი 25 წლამე ასაკის საკმაოდ დახვეწილი, სიმპატიური მამაკაცი აღმოჩნდა. ჩვენ რუსულ ენაზე ვსაუბრობდით და იმდენად აქტიურობდა, რომ თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ შესაძლოა მას მოვწონებოდი. თუმცა ჩემს მეგობართან წამოცდენილმა ერთმა ქართულმა ფრაზამ მას ჩემდამი ყოველგვარი სიმპატია გაუქრო. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შემდეგ მე კვლავ დავრჩი მისი ინტერესის ობიექტი. თუმცა არასოდეს დამავიწყდება, როგორ მიყურებდა დიდი ცისფერი თვალებით და მიყვებოდა, როგორ დაესხა მეზობელი სახელმწიფო თავს (საქართველოზე იყო საუბარი) და როგორ მოახდინა მათი ოკუპაცია. ვაღიარებ, მისმა საქციელმა ძალიან გამანაწყენა. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ მე არ ვიყავი მარტო, ჩემს ირგვლივ იყვნენ უცხოელი ტურისტები და მისი ასეთი დამოკიდებულება ძალიან მეწყინა. ტურის დასრულების შედეგ მას უნდა დავებრუნებინე იქ, საიდანაც გავემგზავრეთ. სამწუხაროდ, ჩვენმა გიდმა ეს არ ისურვა, როდესაც მარშრუტი დასრულდა, მახსოვს ჩამოგვსვა ქუჩაში და მანიშნა, რომ პირდაპირ უნდა წავსულიყავი. სოხუმი ჩემთვის უცხო ქალაქი იყო და ძლივს გავიკვლიე გზა...

თუმცა, ვამაყობ ერთი რამით და ამ ამბავს ჩემი მეგობრებიც ხშირად იხსენებენ. სოხუმში ძალიან ცნობილი პედაგოგის ოჯახში ვცხოვრობდი, როცა მათ მოვუყევი ამ ისტორიას, ისინიც აღშფოთდნენ. იმ საღამოს იმ ოჯახში, სადაც მე ვიმყოფებოდი, სატელეფონო ზარის ხმა გაისმა. რეკავდა უცნობი ქალბატონი, რომლსაც ჩემთან გასაუბრების სურვილი ჰქონდა. ბოლოს როგორც გავარკვიე, ეს უცნობი ქალბატონი გიდის დედა აღმოჩნდა, მან მოიბოდიშა ჩემთან საუბრისას და ვერ ახსნა, რატომ ჰქონდა მის შვილს ასეთი რეაქცია, მაშინ, როცა მათი ოჯახი ქართველების მიმართ დიდი სიყვარულით არის განმსჭვალული. ამ წყენისა და ემოციების შემდეგ ჩემს მეგობარს ვუთხარი: ის ბიჭი რომ საქართველოში ჩამოვიდეს, მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ მას დადებითი ემოციები გაჰყვეს ენგურს მიღმა", - ამბობს თათია ზუხბაია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ