"დავანგრევთ ასე ქვეყანასაც, ჩვენს თავსაც და შვილების თაობასაც" - ეკა ხოფერია

"დავანგრევთ ასე ქვეყანასაც, ჩვენს თავსაც და შვილების თაობასაც" - ეკა ხოფერია

ჟურნალისტი ეკა ხოფერია, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე წერს. მისი თქმით, ტელევიზია და ჟურნალისტები ხალხის ანარეკლს წარმოადგენენ.

"თავის დროზე მათ ეუბნებოდნენ, ესენი რა თქვენი კოლეგები არიან, სიტყვის თავისუფლებისთვის კი არა, პოლიტიკური დაკვეთებით მუშაობენ "იმედში". ახლა აქეთ გიკიჟინებენ, ესენი რა შენი კოლეგები არიან, მიშას ინტერესებს ემსახურებიან. მე კი გეტყვით, ჩვენ არავინ ვართ იდეალურები, ქვეყნის ანარეკლი ვართ, ცუდისაც და კარგისაც.

ამიტომ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რუსთავი ორში ჩემი კოლეგები მუშაობენ და მინდა მუშაობა განაგრძონ მომავალშიც. ინბოქს შემოტევისთვის, რაც ნებისმიერ პოლიტიკურ სტატუსს მოყვება, მზად ვარ და ეს მეასეხარისხოვანია. მთავარია ის, რაზეც ნიკა გვარამიამ ისაუბრა, მორჩეს. მორჩეს გადაღება და შანტაჟი. დავანგრევთ ასე ქვეყანასაც, ჩვენს თავსაც და შვილების თაობასაც. ეს არის ჩემი სათქმელი" - ნათქვამია ხოფერიას სტატუსში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს