პოლონეთის არჩევნებში კონსერვატიული პარტია "სამართალი და სამართლიანობა" ლიდერობს

პოლონეთის არჩევნებში კონსერვატიული პარტია "სამართალი და სამართლიანობა" ლიდერობს

პოლონეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიული პარტია "სამართალი და სამართლიანობა" ლიდერობს. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. ეგზიტპოლების შედეგებით, ლეხ კაჩინსკის ძმის, იაროსლავ კაჩინსკის ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნებში მონაწილეთა ხმათა 39,1% დააგროვა, მმართველმა სამოქალაქო პლატფორმამ კი - 23,4%.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ევა კოპაჩმა არჩევნებში დამარცხება ოფიციალურად აღიარა. როგორც "ბიბისი" აღნიშნავს, იმ შემთხვევაში თუ ეს მონაცემები დადასტურდა, პირველად 1989 წლის შემდეგ, მთავრობის ჩამოყალიბებას ერთი პარტია, კოალიციის გარეშე შეძლებს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბეატა შიდლომ მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს, "სამართალმა და სამართლიანობამ" გადასახადების შემცირებისა და სოციალური დახმარების გაზრდის პირობა დადო. იაროსლავ კაჩინსკის პოლიტიკური გუნდი ნატო-ს გაძლიერების მომხრეა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა