"სიკვდილის ვარსკვლავმა” დედამიწის აღსასრულის დრო განსაზღვრა

"სიკვდილის ვარსკვლავმა” დედამიწის აღსასრულის დრო განსაზღვრა

ჰარვარდ-სმითსონის ცენტრის ასტროფიზიკოსებმა, რომლებიც აკვირდებიან ”თეთრი ჯუჯის” სისტემის პლანეტების შთანთქმას, მიღებული მონაცემების მიხედვით დედამიწის გაქრობის პერიოდი დაასახელეს.

ე. წ. ”სიკვდილის ვარსკვლავი” - ობიექტი WD 1145+017 იმყოფება ქალწულის თანავარსკვლავედში ჩვენი პლანეტიდან დაახლოებით 571 სინათლის წელიწადის დაშორებით. მეცნიერებმა ციური სხეული ტელესკოპ ”კეპლერის” მეშვეობით აღმოაჩინეს მას შემდეგ, რაც შეამჩნიეს, რომ ის სხვა ობიექტებს ანადგურებდა და მისი ფორმა და ზომები გამუდმებით იცვლებოდა.

სპექტრის ანალიზის შემდეგ ასტროფიზიკოსებმა დაადგინეს, რომ ვარსკვლავი, რომელსაც აკვირდებიან, ცერერას ზომის პლანეტებს ანადგურებს იგივე ქიმიური შემადგენლობით, როგორიც დედამიწას გააჩნია.

"ჩვენ პირველად გავხდით იმის მოწმენი, როგორ ნადგურდებოდა მინიატურული პლანეტა ვარსკვლავის მხრიდან წამოსული ინტენსიური გრავიტაციით”, - ყვება კვლევის ერთ-ერთი თანამონაწილე, ასტროფიზიკოსი ენდრიუ ვანდერბურგი.

ანალოგიური ბედი მოელის დედამიწასაც. მეცნიერების აზრით, მზე ჩვენს პლანეტას ხუთი მილიარდი წლის შემდეგ შთანთქამს. მეცნიერები უშვებენ იმის ალბათობას, რომ შესაძლოა, შთანთქმა არ მოხდეს, მაგრამ დედამიწა ისეთ დონეზე გახურდება, რომ მასზე ცხოვრება შეუძლებელი გახდება.

მომდევნო 4 დღე საქართველოში ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი

NASA პირველად აქვეყნებს ფოტოებს, სადაც მარსის მთლიანი ჰორიზონტი ჩანს

მეგან მარკლის დაბრუნება - შეყვარებული წყვილის რომანტიკული ფოტოები წვიმიანი ლონდონიდან