დიეტოლოგებმა გაარკვიეს, თუ რატომ უჭირთ ქალებს წონაში კლება

დიეტოლოგებმა გაარკვიეს, თუ რატომ უჭირთ ქალებს წონაში კლება

მამაკაცებს, რომლებსაც საკუთარი წონა დიდად არ ადარდებთ, უფრო უადვილდებათ დაკლება და თან გაცილებით სწრაფად. ასეთ დასკვნამდე მივიდა ექსპერტების საერთაშორისო ჯგუფი, რომლებმაც რამდენიმე ათეული კვლევა გააანალიზეს.

სპეციალისტებმა ამ ”უსამართლობის” რამდენიმე მიზეზი გამოავლინეს. პირველ რიგში, მამაკაცებს ბუნებრივად გაცილებით დიდი კუნთოვანი მასა გააჩნიათ, რაც კალორიების აქტიურ წვას უწყობს ხელს.

ამასთან, ქალები საჭმლის მზადების პროცესში ხშირად იმატებენ წონაში, რადგან აგემოვნებენ საკუთარ კულინარულ შედევრებს. კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ გოგონები ჰორმონალური მიზეზების გამო უფრო ნაკლებად უძლებენ სტრესს და მიდრეკილები არიან ასეთ დროს ბევრი საკვების მიღებისკენ.

ყველაზე ჯანმრთელი და ეფექტური მეთოდი გახდომისთვის, რომელსაც სპეციალისტები უწევენ რეკომენდაციას, არის შემდეგი: ჯერ ადამიანმა უნდა მოიმატოს წონაში კუნთების ხარჯზე. ამისთვის საჭიროა ვარჯიში მძიმე წონებით, ცილების შემცველი საკვებით გაძლიერებული კვება, ანუ შიმშილით თავის წვალება საჭირო არ არის. კუნთოვანი მასის დაგროვების შემდეგ იწყება ”გამოშრობა”. ადამიანი იკლებს, რადგან გაზრდილი კუნთები ეხმარებიან მას კალორიების დაწვაში.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს