მსოფლიოს ინოვაციური სკოლები

მსოფლიოს ინოვაციური სკოლები

ქვეყნის განვითარებისა და წარმატებისთვის უმთავრესი მისივე მოსახლეობის განათლების დონეა. მარტივი ჭეშმარიტებაა - რამდენადაც განათლებულია ერი, იმდენად წარმატებულია ქვეყანა.  განათლებული ხალხები ქმნიან ძლიერ ინსტიტუტებს, რომელზეც შემდეგ ძლიერი და განვითარებული სახელმწიფო ფუძნდება.

სკოლა განთლების ერთ-ერთი მთავარი კერაა. იმ ფონზე, როცა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებული სკოლები თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საუკეთესო მაგალითია, საქართველოს საჯარო სკოლებში არსებული ვითარება კვლავ სავალალო რჩება.

გამოცემა "ბიზნეს ინსაიდერი" მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური სკოლების ჩამონათვალს გთავაზობთ.

მაკოკოს მოტივტივე სკოლა

სკოლა ნიგერიის ქალაქ ლაოსში მდებარეობს და პირდაპირ მდინარეზეა არის აშენებული. სამსართულიანი, სამკუთხედის ფორმის სკოლა 100 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლა გაერო-სა და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით აშენდა. მოტივტივე სკოლაში მოსწავლეებს ასეევ ასწავლიან მომავლის შენობების პროექტზე მუშაობას.

კუბის ფორმის სკოლა, დანია

სკოლა შუშის შენობაშია განთავსებული. 1000-ზე მეტ მოსწავლეს გაკვეთილები ძირითადად კუბებში უტარდებათ, სადაც ისინი პუფებზე არიან წამოწოლილი და თავისიუფლად მუშაობის საშუალება აქვთ.

„გვინდა ჩვენს მოსწავლეებს ისეთი პირობები შევუქმნათ, სადაც თავისუფალ გარემოში შეძლებენ კვლევების ჩატარებას და რეალური პრობლენების მოგვარებას. ამიტომ ჩვენ გამჭვირვალე შენობაში ვართ, საიდანაც დანარჩენ მსოფლიოს ვეკონტაქტებით“, - აღნიშნა სკოლის ხელმძთვანელმა ალან ანდერსენმა.

სტოკჰოლმი, შვედეთი

სკოლის მთავარი ღირსება სკოლაში გენდერული თანასწორობის სისტემის დამყარებაა. ამისთვის ბავშვები სკოლაში არ გამოიყენებენ გენდერის აღმნიშვნელ ნაცვალსახელებს.  კაცსა და ქალის აღმნიშვნელი (He/She) ნაცვალსახელების ნაცვლად, ბავშვები იყენებენ კონკრეტული მოსწავლის სახელს ან ნაცვალსახელს „ისინი“. ამით სკოლის ხელმძღვანელობა ცდილობს თავიდან აირიდოს ბავშვებს შორის დისკრიმინაცია. ბავშვები ასწავლიან, რომ ერთმანეთი მათი ქმედების მიხედვით განსაჯონ და არა - სტერეოტიპების.

„სილიკონ ველის“ სკოლა, სან ფრანცისკო, კალიფორნია

„ალტსქულში“ ტრადიციული სწავლებისგან რადიკალურად განსხვავებული მოდელი აქვთ - „სილიკონ ველის“ სკოლაში ბავშვებს ასწავლონ, როგორ გარდაქმნან ყოველდღიური მოხმარებისთვის საჭირო ნივთები და 3D გაფართოების სათამაშო სახლები დაამზადონ. გარდა ამისა მოსწავლეებს სხვა ტექნოლოგიურ სიახლეებსაც აცნობენ. სკოლაში 4-დან 14 წლამდე ბავშვები მიიღებიან.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს