ქართულ-ჩინური პროსტიტუციის კერები თბილისში: შსს-ს გამოძიების შედეგები

ქართულ-ჩინური პროსტიტუციის კერები თბილისში: შსს-ს გამოძიების შედეგები

შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ჩინეთის და საქართველოს მოქალაქეები დააკავა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, უწყების თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე - 1974 წელს დაბადებული ციუფან ვ. და 1976 წელს დაბადებული შინლუნ ი, საქართველოს მოქალაქეები - 1972 წელს დაბადებული ნათელა ტ, 1967 წელს დაბადებული ნანა გ. და 1972 წელს დაბადებული იზაბელა ს. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თბილისის სხვადასხვა უბანში ჩინური მასაჟის სალონსა და სასტუმროში გარკვეული პერიოდის განმავლობაში გასამრჯელოს სანაცვლოდ ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ. სამართალდამცველებმა მასაჟის სალონსა და სასტუმროში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით) მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ