ყველის მოყვარულთათვის: მსოფლიოში ყველის ყველაზე დიდი მწარმოებელი, ექსპორტიორი და მომხმარებელი ქვეყანა

ყველის მოყვარულთათვის: მსოფლიოში ყველის ყველაზე დიდი მწარმოებელი, ექსპორტიორი და მომხმარებელი ქვეყანა

მსოფლიოში ყველის წარმოება წლიდან წლამდე იზრდება, შესაბამისად იზრდება მისი ექსპორტი და მოხმარება, თუმცა ამ სამ რგოლში ლიდერები განსხვავებულია. მაგალითად, ყველის ყველაზე დიდი მომხმარებლები ფრანგები არიან, ყველაზე დიდი მწარმოებლები - ამერიკელები, ხოლო ყველაზე დიდი ექსპორტიორები - გერმანელები. ცნობისათვის, გასულ წელს ყველის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 33,1 მილიარდი დოლარი შეადგინა და ის 29,3%-ით მეტია 2010 წლის შემოსავალზე. რაც შეეხება მის ღირებულებას, ის ყოველწლიურად 2,8%-ით იზრდება.

მსოფლიოში ყველის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეული ციფრებში ასეთია:

1. გერმანია- 5.1 მილიარდი დოლარი (მსოფლიო ექსპორტის 15.5%)

2. ნიდერლანდები - 4.5 მლრდ დოლარი

3. საფრანგეთი - 4,5 მლრდ დოლარი

4. იტალია - 2,9 მლრდ დოლარი

5. აშშ - 1,7 მლრდ დოლარი

ათეულში ასევე მოხვდნენ დანია, ახალი ზელანდია, ბელგია, ირლანდია, და პოლონეთი.

რაც შეეხება ყველის ყველაზე მსხვილ მწარმოებელ ქვეყნებს, აქ ლიდერობას არავის უთმობს ამერიკის შეერთებული შტატები. ამ ქვეყანაში ყოველწლიურად 5,163, 564 ტონა ყველს აწარმოებენ, რაც მსოფლიო ყველის წარმოების 26 პროცენტია. ყველის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნების ჩამონათვალი კი ასეთია:

1. აშშ - 5.163.564 ტონა

2. გერმანია - 2.047.453 ტ

3. საფრანგეთი - 1.942.375ტ

4. იტალია - 1,133,756ტ

5. ნიდერლანდები - 746,263ტ

ათეულში ასევე მოხვდნენ პოლონეთი, ეგვიპტე,

რუსეთი, არგენტინა და კანადა.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს