"მოვისმინე ვერსია, რომ "მაესტროს" დავით კეზერაშვილი ყიდულობს"

"მოვისმინე ვერსია, რომ "მაესტროს" დავით კეზერაშვილი ყიდულობს"

ერთი თვის წინ "მაესტროს" დირექტო­რმა ბაია გადაბაძემ კომპანიის გაკოტრებულად გამოცხადება მოითხოვა, რასაც­ "მაესტროს" 25%-იანი წილის მფლობელი,­ გია გაჩეჩილაძე საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა და პარტნიორების საეჭვო გარიგებებზე ისაუბრა. მისი მტკიცებით, მაკა ასათიანმა მისგან აღებული კრედიტების დაუყოვნებლივ დაფარვა მოითხოვა, რის შემდეგაც ტელევიზიის დანარჩენმა მფლობელებმა გაკოტრების სქემის ამოქმედება დაიწყეს. გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ რეალუ­რად კრედიტის დაფარვის მოთხოვნით, ასათიანის მეუღლე კოტე გოგელია ტელევიზიის აუქციონზე გაყიდვას გეგმავს.

გია გაჩეჩილაძე (უცნობი): - ვფიქ­რობ, ჩემი, როგორც დამფუძნებლის ტელეკომპანიიდან ჩამოცილება უნდათ. მარტივია, თუ კომპანიას ზედმეტი მეწილეებისა და დამფუძნებლებისგან გაწმენდენ, მთელ აქტივებს ბევრად სარფიანად გაყიდიან. დღეს ტელეკომპანია გაკოტ­რ­ებულად გამოცხადებას არ საჭიროებს, "მაესტრომ" კრედიტი 2019 წლამდე აიღო, რომლის დაბ­რუნებასაც კოტე გოგელია განსაზღვრულ დროზე ადრე, დაუსაბუთებ­ლად ითხოვს. "მაესტროს" ფუნქციონირებისთვის ხელი არასოდეს შემიშლია, მაგრამ გაკოტრებას ბოლომდე შევეწინააღმდეგები.

- თქვენ და მაკა ასათიანი წლების განმავლობაში მეგობრობდით. როდის და რატომ დაიწყო თქვენ შორის წილებზე დავა?

- მაკა ჩემთვის დღესაც ძვირფასი ადამიანია, მის უკან მდგომი პოლიტიკური ძალის ინტერესები კი ჩემთვის უცნობია, თუმცა, ფაქტია, "მაესტრო" გოგელიას გამო რამდენიმე დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა დატოვა. სად არის ამ დროს სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლი "მაესტრო"? ვერ ვადასტურებ, თუმცა მოვისმინე ვერსია, რომ "მაესტროს" დავით კეზერაშვილი ყიდულობს. ამ ეჭვს ისიც მიმყარებს­, რომ დღეს ტელ­ე­­კ­ომ­­პა­ნიას კეზერაშვილისა და "ნაციონალ­ური მოძრაობის" ინტერესების გამტარებელი­ გიორგი ისაკაძეც მართავს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია