რატომ ეხმარებით ავადმყოფს, ვისაც ნამდვილი ამერიკელი ხელსაც არ ჩამოართმევდა - რობერტ სტურუა ამერიკის ელჩს

რატომ ეხმარებით ავადმყოფს, ვისაც ნამდვილი ამერიკელი ხელსაც არ ჩამოართმევდა - რობერტ სტურუა ამერიკის ელჩს

რეჟისორი რობერტ სტურუა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ამერიკის ელჩს იან კელის მიმართავს.

"ა მ ე რ ი კ ი ს

ელჩს

ძალიან მიყვარს თქვენი ქვეყანა და დემოკრატიის პრინციპები, რომელიც ამერიკის პატრიარქებმა ჩამოაყალიბეს ფრანგი გამნათლებლების ნაშრომებზე დაყრდომით; მაგრამ მინდა შეგეკითხოთ და, იმედია, პასუხსაც მომახსენებთ, (თუ სერიალიThe House of Cards მთლად სიმართლე არ არის) : რას ერჩით ჩემ პატარა ქვეყანას? რა სიმდიდრე აღმოაჩინეთ ჩვენ მიწაზე – ნავთობი თუ ოქრო, ასე რომ ზრუნავთ ქართველებზე? დღეს, როცა ყველაფერს უსმენენ, ხედავენ, ისე რომ ტუალეტში შესვლა გრცხვენია, ქალის კოცნაზე ხომ არაფრს ვამბობ, პანიკური შიში მიპყრობს – კოსმოსიდან გვიცქერენ – რატომ იცავთ იმ ავაზაკთა ბანდას, საქართველო რომ გაანადგურა, მოსპო დემოკრატია, გახრწნა და ფულებით გაბერა ვიღაც-ვიღაცა ჩინოვნიკები; რატომ ურეკავთ, არიგებთ და ასე საეჭვოდ ეხმარებით ავადმყოფს, ვისაც ნამდვილი ამერიკელი ხელსაც არ ჩამოართმევდა (მითუმეტეს, რომ CIA-მ ყველაფერი იცის?)

იქნებ ამიხსნათ, რა ბოროტება დაატყდა ჩვენ პატარა ერს, რომ ხალხის სურვილს არ ითვალისწინებთ, და გვიკრძალავთ საკუთარ აზრს და გვკარნახობთ თუ როგორ მოვიქცეთ? თუ რაღაც დიდი სტრატეგიული საიდუმლო არ გახლავთ, ბატონო ელჩო, თუ ამის უფლება გაქვთ, დიპლომატიურად მაინც მიპასუხეთ.

ამერიკის პატრიოტი,

რ. სტურუა!

P.S.

თუ ინებებთ, პრეზიდენტებზე ცალკე ვისაუბროთ!", - წერს სტურუა.

რეჟისორი გუშინ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებსაც ეხმაურება.

"რასაც

წ ი ნ ა ს წ ა რ

ვ გ რ ძ ნ ო ბ!

ო, როგორ მოენატრათ ქართველებს ქართული სისხლის დაღვრა?! ო, მაპატიეთ, ნახევარ ქართველს და ლამაზ ტუტუცს - საყვარელი! აღშფოთებული მამა მახსოვს: ჩემი "ქეთო"- ქალწულია, (მაგრამ ბინები მომცა, და რა ვქნა) უბიწოაო!

ახლა USA-ს ელჩს მისცემს ბრძანებით მომზადებულ სამკუთხედს და 25,26 თუ 27-ში დედას უტირებენ მხდალ ქართველებს და მოშლილ საქართველოს.

და ჭადრაკის არჩეპიონი, ბედნიერი, თავის რძალს მოისვამს გვერდით და დაქცეულ საქართველოს ცოცხით მოუვლის.

ო, უბედურო ჩემო

სამშობლო, ნაძირალები გნახე ქორწლში და მივხვდი - დაღუპვა გელის!

ყაარრრ, ყარრ! (ყვავი)", - წერს რობერტ სტურუა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს