პაატა ზაქარეიშვილის კომენტარი მისი და გელა დუმბაძის თანამდებობების შესაძლო გაუქმების შესახებ

პაატა ზაქარეიშვილის კომენტარი მისი და გელა დუმბაძის თანამდებობების შესაძლო გაუქმების შესახებ

პაატა ზაქარეიშვილი შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, აგრეთვე დიასპორასთან ურთიერთობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობების გაუქმების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

როგორც შესაბამისი კითხვის პასუხად ჟურნალისტებს ზაქარეიშვილმა განუცხადა, ამგვარი გადაწყვეტილების თაობაზე არაფერი გაუგია.

ამასთან, პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ზოგადად რეორგანიზაცია და რეფორმა ცუდი არ არის, ბუნებრივია, მაგრამ აღნიშნულის შესახებ მას არაფერი სმენია.

"ეს რომ სიმართლე იყოს, აუცილებლად მეცოდინებოდა. მსგავსი გადაწყვეტილება ჩემს ზურგს უკან არ იქნება მიღებული", - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."