რა ქონებას ფლობენ გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი - ცნობილი წყვილის შემოსავლები და ხარჯები

რა ქონებას ფლობენ გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი - ცნობილი წყვილის შემოსავლები და ხარჯები

გიგა ბოკერიას ქონების შესახებ ბევრს საუბრობენ. ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს და უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს საკმაოდ კარგი ფინანსური შესაძლებლობა აქვს. AMBEBI.GE გიგა ბოკერიას ქონებრივი დეკლარაციით დაინტერესდა.

ბოკერიას დეკლარაცია ბოლოს 2013 წელს აქვს შევსებული, საიდანაც ირკვევა, რომ მეუღლესთან, თამარ ჩერგოლეიშვილთან ერთად თბილისში, პეკინზე ფლობს 60 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ ბინას. დეკლარაციაში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ირკვევა, რომ უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს საკუთარი ავტომობილიც კი არ ჰყავს. ავტომობილი, რომლითაც ოჯახი სარგებლობს, არის BMW 120, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილის საკუთრებაა.

რაც შეეხება ოჯახის საბანკო ანგარიშებს, ბოლოს გამოქვეყნებული დეკლარაციის თანახმად, გიგა ბოკერიას მეუღლეს, თამარ ჩერგოლეიშვილს, "ეიჩესბისი საფრანგეთში" შემნახველ ანგარიშზე აქვს 119 000 ევრო, თიბისი ბანკის საკრედიტო ანგარიშზე 1403.70 დოლარი კრედიტი (+), ამავე ბანკში მიმდინარე ანგარიშზე 1622.47 დოლარი, ლიბერთი ბანკის მიმდინარე ანგარიშზე კი 6681.98 ლარი. რაც შეეხება თავად გიგა ბოკერიას, "თიბისი ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე მას 7799.56 ლარი აქვს.

დეკლარაციის თანახმად, გიგა ბოკერია სამეწარმეო საქმიანობაში არ მონაწილეობს, თამარ ჩერგოლეიშვილი კი 2009 წლის ნოემბრიდან "ტაბულას" დირექტორია.

გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი ჟურნალისტია, ის იყო ჟურნალ "ტაბულას" და "ტაბულა TV"-ს ხელმძღვანელი, ჟურნალი "ტაბულა" ცოტა ხნის წინ დაიხურა. 2013 წელს გამოქვეყნებულ დეკლარაციაში მითითებულია, რომ ჩერგოლეიშვილი "ტაბულას" აქციონერია. გიგა ბოკერიამ უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე გაწეული ერთწლიანი მუშაობის სანაცვლოდ 85 790 ლარი მიიღო, ხოლო თამარ ჩერგოლეიშვილმა ჟურნალ "ტაბულას" რედაქტორის ანაზღაურების სახით 132 000 ლარი მიიღო.

რაც შეეხება სესხებს: გიგა ბოკერია "თიბისი ბანკში" სარგებლობდა სესხის ხელშეკრულებით, რომლის ოდენობაც 27 000 ლარს შეადგენდა, ერთ წელიწადში გასავალის სახით 14837.56 ლარი გადაიხადა. თამარ ჩერგოლეიშვილი სამი სესხით სარგებლობდა, 52 500 ლარი "თიბისი ბანკში", 23 500 და 25 000 ლარი აღებული ჰქონდა "ლიბერთი ბანკში".

გიგა ბოკერიას და თამარ ჩერგოლეიშვილის შვილები საზღვარგარეთ სწავლობენ. როგორც დეკლარაციაშია მითითებული, ლევან ბოკერიას სწავლაში 10 000 დოლარი, ხოლო ეკატერინე კოპალეიშვილის განათლებაში 10 000 ევრო დაიხარჯა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სტატია მომზადებულია declaration.gov.ge-ზე გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."