საინტერესო ფაქტები ისლანდიაზე

საინტერესო ფაქტები ისლანდიაზე

ისლანდია იმდენად საინტერესო ქვეყანაა, რომ შეიძლება ბევრს გაუკვირდეს კიდეც, რომ მიუხედავად იზოლაციისა და მძიმე კლიმატური პირობებისა, ქვეყანაში ადამიანის ცხოვრების ხარისხი ყველაზე მაღალია მსოფლიოში.

მოსახლეობა ახალგაზრდულია (საშუალოდ, 36 წლის), გენდერული გამყოფი მცირეა და ქვეყანას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული ეკონომიკა გააჩნია.

ისლანდიაში 300 000 მოსახლე ცხოვრობს, რომელთაც ძალიან უყვართ ტკბილეული.  ყოველ შაბათს, ისლანდიაში "ტკბილეულის დღეა", რა დროსაც ყველა ტკბილეულზე 50%-იანი ფასდაკლებაა.

ისლანდიაში უხვადაა გეოთერმული საგანძურები, როგორიცაა გეიზერები და ცხელი მდინარეები, სადაც ბანაობაა შესაძლებელი.

ქვეყანაში, რომელსაც ასეთი მცირე მოსახლეობა ყავს, როგორ უნდა გაიგო, თუ ვინმე მოგეწონა, შენი ნათესავი ხომ არაა? საბედნიეროდ, ვიღაცამ შექმნა აპლიკაცია "ისლანდიელების წიგნი", რომელიც საგვარეულო ხეს იკვლევს. შესაბამისად, აპლიკაცია თუ ამბობს, რომ ნათესაური კავშირი არაა, წყვილს მშვიდად შეუძლია გააგრძელოს ურთიერთობა.

ისლანდიაში მალევე შეამჩნევთ ხეების ნაკლებობას. როდესაც ვიკინგები პირველად მოხვდნენ ისლანდიაში, მთელი ხეები გაჩეხეს სამშენებლო მასალისთვის, მას შემდეგ კი ხეებს ძალიან უჭირთ ზრდა.

თუ ჩანჩქერები გიყვართ, ისლანდია თქვენი საყვარელი ქვეყანა გახდება. იქ ყველა მიმართულებით ჩანჩქერი მოჩქეფს.

ისლანდიაში ადამიანზე მეტი ცხვარი ბინადრობს. ყოველ 100 მეტრში ცხვარს გადაეყრებით. კიდევ ერთი ცხოველი, რომელსაც უხვად იხილავთ ისლანდიაში, ცხენია.

თუ მათ ქვეყნის გარეთ გაიყვანენ, უკან აღარ უშვებენ, რომ ჯიშის აღრევა არ მოხდეს.

იხილეთ გალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს