მსოფლიოს ყველაზე ეგზოტიკური სარკინიგზო მარშრუტები

მსოფლიოს ყველაზე ეგზოტიკური სარკინიგზო მარშრუტები

მატარებლით მგზავრობა შეიძლება, დაუვიწყარ თავგადასავლად იქცეს. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ეგზოტიკური ტურისტული ადგილების დათვალიერება სარკინიგზო მარშრუტით ბევრ ემოციას მოგანიჭებთ. [იხილეთ გალერეა]

მატარებელი TranzAlpine ახალი ზელანდიის სამხრეთის კუნძულის აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებს აკავშირებს ერთმანეთთან. მარშრუტი ულამაზეს ალპებზე გადის. მატარებლის სიჩქარე საათში 50 კილომეტრს არ აღემატება, რაც საშუალებას აძლევს ტურისტს, საოცარი პეიზაჟით დატკბეს.

მატარებელი The Ghan - ავსტრალიის ლეგენდაა. მისი სახელწოდება ეთნიკურ ავღანელებს უკავშირდება, რომლებიც ავსტრალიის უდაბნოში ქარავნებით ჩადიოდნენ. ორდღიანი ტურნეს ფარგლებში The Ghan 3 000 კილომეტრს გაივლის. მატარებელი ელის-სტრინგსში გაჩერდება, სადაც მგზავრებს 4 საათის განმავლობაში ავსტრალიური უდაბნოს დათვალიერება შეუძლიათ.

სამხრეთ აფრიკის დათვალიერება ვაგონიდან გაუსვლელად „ცისფერი მატარებლით“ შეგიძლიათ. მისი მარშრუტი ქალაქ კეიპტაუნიდან დედაქალაქ პრეტორიამდე გადის. წარსულში ამ მარშრუტით ინგლისელი კოლონისტები სარგებლობდნენ, ახლა კი, Blue train ტურისტებს მთელი მსოფლიოდან მასპინძლობს.

სულ რაღაც ათი წლის წინ ტიბეტში მგზავრობა მხოლოდ საჰაერო ან საავტომობილო მარშრუტით იყო შესაძლებელი. სიტუაცია 2006 წელს შეიცვალა, როცა მსოფლიოში ყველაზე მაღალმთიანი რკინიგზის - ცინჰაი-ტიბეტის მშენებლობა დასრულდა. მარშრუტი მეტწილად, 4 000-ზე მეტრის სიმაღლეზე გადის, უმაღლესი წერტილი კი - 5 068 მეტრზე მდებარეობს. ამიტომ, ვაგონში ტურისტებისთვის ჟანგბადის ნიღბებიცაა.

მატარებელი Le Canadien ქვეყნის სიმბოლოა. 4 500 მეტრის სიგრძის მარშრუტი კანადის ათიდან 5 პროვინციაში გადის. XIX საუკუნეში რკინიგზის მშენებლობამ წყნარი ოკეანეს სანაპირომდე, ქვეყნის გაერთიანებას შეუწყო ხელი. დღეს კი, მატარებლით სამდღიანი მგზავრობა საშუალებას მოგცემთ, კანადის მრავალფეროვნება შეიგრძნოთ - დაათვალიეროთ ულამაზესი მთები, ტყეები და პრერიები. მატარებელს სპეციალური ვაგონები აქვს, რომლის სახურავზე, პეიზაჟის დასათვალიერებლად, ტურისტებისთვის ადგილებია გამოყოფილი.

აშშ-ის დასავლეთ სანაპიროს ბუნება თუ გაინტერესებთ, მაშინ The Coast Starlight-ით უნდა იმოგზაუროთ. მატარებლის მარშრუტი მთიან რაიონებში, შემდეგ კი კალიფორნიის ველში გადის. სან-ფრანცისკოს შემდეგ, ვაგონიდან წყნარი ოკეანე ჩანს.

თოვლიან ზამთარში ნორვეგიული ფიორდების დათვალირებას თუ მოისურვეთ, მაშინ მატარებელით ტრონჰეიმ-ბოდო უნდა იმგზავროთ. 10-საათიანი მგზავრობის დროს 729 კილომეტრის მარშრუტს გაივლით, რაც დაუვიწყარ ემოციებს მოგანიჭებთ.

ალპების მოყვარულებმა შვეიცარიაში მატარებელ Glacier Express-ით უნდა იმგზავრონ. 8 საათის განმავლობაში მგზავრები 280-კილომეტრიან გზას გაივლიან და მინდვრებს, ხეობებს, მთებს, გვირაბებსა და თითქმის 300 ხიდს დაათვალირებენ.

ესპანეთზე შეყვარებულ ადამიანებს ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე უძველესი რეგიონების, მათ შორის გალისიის, ასტურიის, ბასკების ქვეყნის და რაც მთავარია, ულამაზესი კანტაბრიის მთების დათვალიერება El Transcantabrico-ს მატარებლიდან შეუძლიათ. ჩრდილოეთ ესპანეთის ბუნება ქვეყნის დანარჩენი ნაწილისგან განსხვავდება და ირლანდიის, ან შვეიცარიის პეიზაჟებს უფრო ჰგავს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს