ცნობილი "ჩამოსულები", რომლებმაც დიდ წარმატებას მიაღწიეს

ცნობილი "ჩამოსულები", რომლებმაც დიდ წარმატებას მიაღწიეს

ჩამოსულების პრობლემა თბილისს აწუხებდა და ალბათ, სულ შეაწუხებს... "ambebi.ge" იმ ცნობილი ადამიანების შესახებ გიამბობთ, ვისი აკვანიც თბილისში არ დარწეულა, მაგრამ დიდ წარმატებას მიაღწიეს.

მარიამ კუბლაშვილი

ალბათ რთულად წარმოსადგენია მომხიბვლელი ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის მძიმე ბავშვობა. ის პანკისში დაიბადა, 5 წლის იყო, როცა მამა ავტოკატასტროფაში გარდაეცვალა და ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. ამბობს, რომ რთული ბავშვობა ჰქონდა, რადგან პანკისელები მის ჩაცმულობასაც კი ვერ ეგუებოდნენ. მარიამმა ადვოკატობა მამის უკანონოდ დაკარგული ქონების დასაბრუნებლად გადაწყვიტა. მთის ხასიათი აქვს, ამბობს, რომ მკაცრ პირობებში აღზრდამ განსაკუთრებულად შრომისუნარიანი გახადა. ის დღეს წარმატებული ქალია, რომელიც ფართო საზოგადოებამ პროექტით "ცეკვავენ ვარსკვლავები" გაიცნო. სულ ცოტა ხნის წინ ლევან ხურციაზე დაქორწინდა.

დუტა სხირტლაძე

მსახიობი დუტა სხირტლაძე თელავში დაიბადა და გაიზარდა. მისი ნამდვილი გვარი ვალიცკია, ბავშვობის გარკვეული პერიოდი პოლონეთში გაატარა, თბილისში საცხოვრებლად კი თელავიდან ჩამოვიდა. დუტა დედის გვარს ატარებს. სტუდენტობისას არანაირ სამსახურს არ თაკილობდა. ამბობენ, რომ თოვლის ბაბუაც იყო ახალი წლის დღეებში. თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მისი კარიერა ელვისებური სისწრაფით განვითარდა. ის დღეს საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია.

სოფო ხალვაში

მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმში დაიბადა და გაიზარდა. სოფო მაყურებელმა და მსმენელმა "ნუცას სკოლიდან" გაიცნო, რასაც მოჰყვა "ევროვიზია" და "ახალი ტალღა". სოფოს მშობლები ახლაც ბათუმში ცხოვრობენ, მომღერალი ოჯახს ხშირად სტუმრობს, განსაკუთრებით ზაფხულში.

თამუნა ვაშალომიძე

მოდელი თამუნა ვაშალომიძე საზოგადოებამ სულ ცოტა ხნის წინ, თამამი ნაბიჯებით გაიცნო. სიშიშვლით ხალხის გაოცებას ყოფილი მედავითნე დღემდე აგრძელებს. თამუნა ვაშალომიძეს მძიმე ბავშვობა ჰქონდა, მისი ნამდვილი მამის ვინაობა დღემდე არ იცის, მას მამობას მუსიკოსი კაკო ვაშალომიძე უწევდა, რომელსაც დედამისი თამუნას დაბადების შემდეგ ცოლად გაჰყვა. თამუნას ძმაც ჰყავს, რომელიც მასზე უმცროსია. იმის გამო, რომ სახლში მძიმე პირობები ჰქონდა, კახეთში ბებიასთან იზრდებოდა. თამუნას ბებია კახეთში მომვლელ ქალბატონთან ერთად ცხოვრობს, რომელსაც შვილიშვილი ხშირად სტუმრობს.

ლევან ყოჩიაშვილი

მსახიობი ლევან ყოჩიაშვილი წყალტუბოში დაიბადა, შემდეგ კი ოჯახი საცხოვრებლად კახეთში გადავიდა. ბავშვობის გარკვეული წლები ბიჭვინთაშიც გაატარა. თბილისში საცხოვრებლად დედოფლისწყაროდან გადმოვიდა. როგორც თავად იხსენებს, თბილისში სასწავლებლად წამოსვლის წინა ღამეს ოჯახმა ძალიან ინერვიულა, უფრო მეტიც, მამასთან ერთად ცოტა დალია. დაარიგეს, რომ ქალაქში არ უნდა მოდუნებულიყო და ამ მხრივ დღემდე ფორმაშია.

ნატალია მახვილაძე

"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი ნატალია მახვილაძე ტყიბულში დაიბადა და გაიზარდა. სკოლაში ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლე იყო, რომელიც კარგად სწავლობდა და სკოლის გაზეთის რედაქტორიც გახლდათ. სკოლის დამთავრების შემდეგ, სასწავლებლად თბილისში წამოვიდა. მისი კარიერა ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის დროს დაიწყო, ის ხშირად ჩნდებოდა უნივერსიტეტის სატელევიზიო პროექტებში, ამას მოჰყვა პრესა, ტელეკომპანია "მზე" და სხვადასხვა მედიასაშუალებებში მუშაობა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ