სრული უფლება გაქვთ, იყოთ თავხედი ოჯახში, საკუთარ ქმართან - ბაჩო ახალაია პროკურორს

სრული უფლება გაქვთ, იყოთ თავხედი ოჯახში, საკუთარ ქმართან - ბაჩო ახალაია პროკურორს

სრული უფლება გაქვთ, იყოთ თავხედი ოჯახში, საკუთარ ქმართან - ასე მიმართა სერგო თეთრაძის საქმის პროკურორს, მაია ჯვარშეიშვილს ბრალდებულმა ბაჩო ახალაიამ.

როგროც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე ხმაური გამოიწვია პროკურორის გამონათქვამმა, რომ დაცვის მხარეს შუამდგომლობაში არ ჰქონდა ჩამოყალიბებული და კითხვების რეჟიმში გაირკვა, რას ითხოვდა სასამართლოსგან. "თქვენ სრული უფლება გაქვთ, იყოთ თავხედი, მაგრამ მე არ მსიამოვნებს ამის ყურება", - მიმართა ახალაიამ პროკურორს.

ბრალდებულის ადვოკატმა რომეო საჯაიამ კი, მაია ჯვარშეიშვილს შეახსენა მისი მეუღლის პასუხისგებაში მიცემა. "იქნება მოტივირებული, რა თქმა უნდა. მისი ქმარი ხომ დაჭერილი იყო კორუფციისთვის", - განაცხადა საჯაიამ.

პროკურორმა მაია ჯვარშეიშვილმა კი აღნიშნა, რომ ახალაიას შენიშვნას არ ღებულობს. ამასთან, ბრალდების მხარე ახალაიას ადვოკატების არცერთ შუამდგომლობას არ დაეთანხმა. მოსამართლე კი, შუამდგომლობებზე გადაწყვეტილების მისაღებად, სათათბიროდ არის გასული.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია