დაკავებული "კანონიერი ქურდი" გოგა ხაინდრავას უახლოესი მეგობარია - რა ვიცით "რევაზ ტბილისსკის" შესახებ

დაკავებული "კანონიერი ქურდი" გოგა ხაინდრავას უახლოესი მეგობარია - რა ვიცით "რევაზ ტბილისსკის" შესახებ

სამართლადამცავების მიერ თბილისში დაკავებული ე.წ. კანონიერი ქურდი რევაზ ლ. სავარაუდოდ, რევაზ ლორთქიფანიძე, იგივე რეზო ტბილისსკია.

რევაზ ლორთქიფანიძე ქურდულ სამყაროში აღიარებულია კანონიერ ქურდად.

რევაზ ლორთქიფანიძე გოგა ხაინდრავას ბავშვობის მეგობარია. ხაინდრავას ამ საკითხზე საუბარი უხერხულობას არასდროს უქმნის.

რევაზ ლორთქიფანიძე პოეტის, ზურაბ ლორთქიფანიძის შვილია. გოგა ხაინდრავა და რევაზ ლორთქიფანიძე ბავშვობაში სწორედ მწერალთა სახლში დამეგობრდნენ.

"მე ჩემს მეგობრებს არ ვემიჯნები, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი. მე ჩემს წარსულს ვერ წავშლი, ვერც ცხოვრებას დავიწყებ თავიდან. რეზო ლორთქიფანიძე იყო, არის და იქნება ჩემი მეგობარი", - ამბობს ხაინდრავა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში.

ცნობილია, რომ გოგა ხაინდრავა რევაზ ლორთქიფანიძეს საქართველოს საზღვრებს მიღმა, კონკრეტულად კი საფრანგეთში ხვდებოდა. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა 2012 წელს შედგა, როდესაც გოგა ხაინდრავა პარიზში მისი ფილმის ჩვენებისთვის იყო ჩასული. მისი მეგობარი რევაზ ლორთქიფანიძე პარიზთა ახლოს, ერთ-ერთ პატარა ქალაქში საავადმყოფოში იმყოფებოდა და სწორედ იქ მოინახულა ხაინდრავამ მეგობარი.

აღსანიშნავია, რომ როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებული კანონიერი ქურდი რევაზ ლ., რომელიც დიდი ალბათობით სწორედ რევაზ ლორთქიფანიძეა,  2011 წელს საფრანგეთში სხვადასხვა ორგანიზებულ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა, საქართველოსა და საფრანგეთში ქურდული საერთოს - ე.წ. "ობშიაკის" თანხების შეგროვებისა და განკარგვის საკითხებში მონაწილეობდა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

რევაზ ლორთქიფანიძე ცნობს და აღიარებს ქურდულ სამყაროს, ეთანხმება მის მიზნებს, თავისი ცხოვრების წესით ქურდული სამყაროს მხარდაჭერას საჯაროდ გამოხატავს. რევაზ ლ-ს აქტიური ურთიერთობა ჰქონდა ქურდული სამყაროს წევრებთან, ასევე აქტიურად მოქმედებდა ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად და მონაწილეობდა ე.წ. ქურდულ გარჩევებში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია