ავტორი:

კაცმა ცოლი შუა ოკეანეში მიატოვა და თავს უშველა - რატომ გაამართლეს მისი საქციელი

კაცმა ცოლი შუა ოკეანეში მიატოვა და თავს უშველა - რატომ გაამართლეს მისი საქციელი

დედა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ არ უნდა მემსჯელა წიგნზე გარეკანის მიხედვით. ახლა გავიზარდე და შემიძლია დავამატო, რომ წიგნზე არ უნდა იმსჯელო არა მხოლოდ გარეკანის, არამედ რეცენზიებისა და ანოტაციების მიხედვითაც. საქმე ის არის, რომ ცხოვრებაშიც ზუსტად ასეა: ჩვენ ვერ განვსჯით უცნობი ადამიანის ქმედებებს, თუ არ ვიცით მისი ქცევის წინაისტორია და მიზეზები. რასაც ვხედავთ, ის მხოლოდ ნაწილია, ფრაგმენტი რაღაც მასშტაბურის, რაც უმთავრესად ჩვენ არც გვეხება ხოლმე. ამიტომ არის, რომ ჯობს ყოველთვის შევიკავოთ თავი სხვათა განკითხვისგან, რადგან არც ის ვიცით, ჩვენი ესა თუ ის ქმედება, რომელიც ჩვენი მხრიდან სავსებით ობიექტური და გამართლებულია, სხვის თვალში როგორ შეიძლება ჩანდეს. ეს ამბავი ამ მოსაზრების კიდევ ერთი დასტურია.

ერთხელ მასწავლებელმა საოცარი ამბავი გვიამბო. როგორ დაიმსხვრა ხომალდი ღია ზღვაში. დაზარალებულთა შორის იყო ცოლ-ქმარი, რომელსაც გაუმართლა და მიაღწია სამაშველო ნავებს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ნავში მხოლოდ ერთი თავისუფალი ადგილი იყო. მოულოდნელად ქმარმა ცოლს ხელი ჰკრა და სამაშველო ნავში აძვრა. შუა ზღვაში სასიკვდილოდ მიტოვებულმა ქალმა ერთადერთი ფრაზა მიაძახა ქმარს...

აქ მასწავლებელი გაჩერდა და კლასს მიმართა:

- როგორ ფიქრობთ, რა იყო ეს ფრაზა?

უმრავლესობამ ვივარაუდეთ, რომ ცოლის უკანასკნელი სიტყვები ასეთი იქნებოდა: "ვერ გიტან!" "როგორ ვცდებოდი შენში...", "როგორ მომექეცი ასე?"

უცებ მასწავლებელმა უკან მჯდომ თავდახრილ ბიჭს მიმართა.

- აბა, შენ რას ფიქრობ, რა უთხრა ქალმა?

- ალბათ უთხრა, ჩვენს შვილზე იზრუნეო.

- მოგისმენია ეს ამბავი?

- არა, უბრალოდ ზუსტად იგივე უთხრა დედაჩემმა მამაჩემს სიკვდილის წინ, - ჩუმად წარმოთქვა ბავშვმა.

მასწავლებელს თვალები ცრემლებით აევსო:

- ეს სწორი პასუხია.

მერე კი განაგრძო თხრობა. მამაკაცმა მშვიდობით მიაღწია სახლამდე და მარტომ გაზარდა ქალიშვილი. ბევრი წელი გავიდა და როცა მამა უკვე აღარ იყო ცოცხალი, შვილმა მისი ნივთების დალაგებისას დღიური აღმოაჩინა. იქ წაიკითხა:"ჩემს ცოლს სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს, ზუსტად ჩვენი მოგზაურობის დაწყებამდე. დღეებს ითვლიდა... ღმერთო, შენ მაინც იცი, როგორ მინდოდა მაშინ მის ნაცვლად მე დავმხრჩვალიყავი, მაგრამ ჩვენი შვილისთვის იძულებული გავხდი, ეს გამეკეთებინა. ერთადერთი, რის გაკეთებაც ჩვენი შვილის საკეთილდღეოდ შემეძლო – საყვარელი ქალი შუა ოკეანეში დამეტოვებინა და მე გადავრჩენილიყავი...

"მასწავლებელი გაჩუმდა, კლასი გაირინდა. არავის არაფერი უთქვამს და მასწავლებელი მიხვდა, რომ ჩვენ გავიგეთ ეს გაკვეთილი. ხანდახან ძნელია სიკეთისა და ბოროტების გარჩევა და ყოველთვის ისე არ არის ყველაფერი, როგორც ამა ჩვენ ვხედავთ.

როგორ მიულოცა ელისაბედ მეორემ მეამბოხე რძალს დაბადების დღე - ფოტო და მილოცვა, რომელმაც ბრიტანელები გაანაწყენა

"ვიდექით და ყველა რეჟისორის მაგივრად გვრცხვენოდა" - რა მოხდა ლიკა ქავჟარაძის ბოლო გადაღებაზე და ფოტო, რომელიც აქამდე არ გინახავთ

"დაატუსაღეს" მელა, რომელიც ვაკელებს სამოსს "პარავდა" - "ხან ცალი ჩუსტი იკარგებოდა, ხან ბოტასი... თანამზრახველიც ყოლია"