"მე ვარ 1994 წლიდან რუსეთში მცხოვრები, მყავს ორი ნახევრად რუსი შვილი..." - თეონა კონტრიძე რუსების შესახებ

"მე ვარ 1994 წლიდან რუსეთში მცხოვრები, მყავს ორი ნახევრად რუსი შვილი..." - თეონა კონტრიძე რუსების შესახებ

მომღერალი თეონა კონტრიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც რუსებს იცავს.

''ძალიან ხშირად ვხვდები ამ ბოლო დროს "ფეისბუქის" აქტივობაში რუსი ხალხის მიმართ შეურაცხმყოფელ პოსტებს. დაახლოებით ამ ტიპის - ''ღორი რუსები'', ღორების სახელმწიფო და ა.შ...

მე დიდი ხანია, კრემლი და ხალხი გამიჯნული მყავს. გთხოვთ ყველა იმ პიროვნებას, რომელიც მსგავს მიმართვებს ახორციელებს, დატოვოს ჩემი მეგობრების წრე, რამეთუ "ფეისბუქის" დონეზეც ვერ ვიქნებით მეგობრები.

შეგახსენებთ: მე ვარ 1994 წლიდან რუსეთში მცხოვრები, მყავს ორი ნახევრად რუსი შვილი, მეუღლე, სამეგობრო და ჩემი უსაყვარლესი პუბლიკა, რომელიც ყოველი კონცერტი მავსებს სიმხურვალით.

ჩემი სამშობლო საქართველოა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს დიდი რაოდენობა რუსი ხალხისა, რომელსაც სძულს კრემლის პოლიტიკა, გულშემატკივრობენ საქართველოს, უკრაინას და საერთოდ ყველას, ვინც აუჯანყდა რუსეთის იმპერიას. პატივი მეცით და თვითონ დატოვეთ მეგობრების წრე'', - წერს თეონა კონტრიძე.

"ღარიბია სამყარო რეზო გაბრიაძის გარეშე" - რას წერს კახა კალაძე გარდაცვლილი რეჟისორის შესახებ

"პირველი დაბადების დღე უშენოდ და აი ასე დაამთხვიე 40" - ირინკა კავსაძის ემოციური პოსტი ბაბუაზე, რომელიც დღეს 86 წლის გახდებოდა

სალომე ზურაბიშვილი ქალიშვილთან და შვილიშვილთან ერთად - ფოტო პრეზიდენტის "ფეისბუქიდან"