"მიშა, რუსებმა შეიძლება ომი დაიწყონ, აირევა სიტუაცია": უკრაინული "ვიკილიქსის" მიერ გავრცელებული სააკაშვილი-ადეიშვილის საუბარი

"მიშა, რუსებმა შეიძლება ომი დაიწყონ, აირევა სიტუაცია": უკრაინული "ვიკილიქსის" მიერ გავრცელებული სააკაშვილი-ადეიშვილის საუბარი

უკრაინული "ვიკილიქს ცენტრი" აქვეყნებს მასალას, რომელიც, "ვიკილიქს ცენტრისვე" ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის საუბრის სტენოგრაფიული ჩანაწერია.

გამოქვეყნებულ ტექსტში მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი რამდენიმე თემაზე საუბრობენ. გთავაზობთ საუბრის სტენოგრამას:

მ. როგორა ხარ ზურაბ?

ხო ხედავ, რაც ხდება!

ა. აბა ! რა რეჩკვა ერდოგანმა რუსებს!

Михаил Николаевич, куда едим?

М. Женя! пока с Вадимом подождите с наружи, поговорю с Зурабом. Потом поедем.

ა. რა მოხდება ეხლა მიშა, დიდი ომი ხომ არ დაიწყება?

მ. ბიჭო CIA-ს გენერალმა მითხრა, რომ თურქები დააჯახეს რუსებს, თან თურქებს პრიჩინაც ქონდათ, პუტინმა დაბომბა მთელი ნავთობის ბაზები ISIS-ში და თურქებს ნავთობის პატოკი გაუჩერა. მერე ქურთები ააბლატავეს, მანამდე ამერიკელებმა კი შეაიარაღეს მაგრამ, ეხლა ირანიდან დიდი იარაღი შედის და ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნაში ეხმარებიან. ხოდა თურქებს აწყობდათ ეგ დარტყმა და რეალურად ჩასაფრებულები იყვნენ, ამით რუსები გააფრთხილეს, რომ სირიელი თურქმენები არ დაბომბოს საზღვართან და ქურთებიც დააშინეს. პარიზის ტერაქტს არავინ ელოდა, ისლამურ სახელმწიფოში ბევრი სასტავია და სიაიეი ყველას ვერ აკონტროლებს.

ა. მერე მიშა, რუსებმა შეიძლება ომი დაიწყონ, აირევა სიტუაცია.

მ. დაიწყონ მერე რა, ჩვენც ეგ გვინდა! ისე არაფერი არ მოხდება. ნუ არ გაუშვებენ ეხლა ტურისტებს თურქეთში და ვსიო. არ დაგავიწყდეს შავი ზღვიდან გასასვლელი თურქეთის ხელშია. ეხლა საშიშროებაა ფრანგები და რუსები არ შეიკრან, ეს არის პრობლემა!

ხო რა მინდოდა! ერთი პანკისელი ბიჭი ჩავიდა იქედან თბილისში და დააკავეს, ტერორისტობას ტენიან!

ა. ბორჩაშვილზე მეუბნები, ხო?! მაგაზე მელაპარაკა უკვე კეზერა. ჩემებს შეუთვალე და რაღაცას მოიფიქრებენ, ყველა შემთხვევაში ტერორისტობის მუხლს ვერ შეუფარდებენ და დაიხურება.

მიშა ! ისინი ვინ არიან ალახის სახელით რომ ემუქრებიან საქართველოს?

მ. ეგენი ვიღაც ქინძები არიან! იქედან ერთი ჯემალა არის ჩვენებთან იყო ალ-ნუსრაში, ისლამურ სახელმწიფოს შეუერთდა და ზემლიაკები შემოიერთა, ეგენი არინ გურჯისტან ვილაიეთი ვართო იძახიან. ეხლა რამდენი არიან არ ვიცი, ხო ნახე როგორი გონორით ლაპარაკობენ, ეგ სირები!

საქმეზე მელაპარაკე რა! რაც გითხარი იმაზე რა ქენი?

ა. რუსთავის საქმე როგორც გითხარი გაიწელება, აპელაციაც და უზენაესიც გაწელავს. პაპუაშვილთან წავიმუშავეთ და საკონსტიტუციო სარჩელები კიდევ შევა. მე მაგას გავაკეთებ და კეზერას შენ უთხარი, რომ მოსამართლეებს თანხა დაუფაროს. მერე ნიკა მე მირეკავს, დაფინანსება დამაკლესო, ბეჟუაშვილმა ნახევარი მოგვცაო. მე რა ვქნა, ეს დავითა ვერ დავიჭირე.

მ. მაგათ მე მივხედავ! შენ ბურჭულაძეზე მითხარი რა ქენით.

ა. მაგას ჩვენები მივაბით, მესამე ძალად უნდა ავაგოროთ, ფონდი რომ დაარქვა, ცუდი გასაპიარებელია! მაგრამ კოალიციის სახეს მივცემთ. შენი დახმარება არის საჭირო, ამერიკელებმა, მხარი რომ დაუჭირონ.

მ. ზურა, შენ გააკონტროლე რა ეგ საქმე. გირჩა-მირჩებმა იაქტიურონ ბურჭულაძესთან, ვანო როა, მაჭავარიანის ძმა ბოჩოლასავით რო ნაბავს თვალებს, გააქტიურდეს ყველა. მერე გააბაზრეთ, რომ ამერიკელების პროექტია და ეგ ძალა მოდის სათავეში, პინგვინა გაფრთხილებულია და ბურჭულაძე მოდის, ესე ილაპარაკეთ ყველგან. პაატას შევპირდი, გვარამია და თარგამაძე გაგიკეთებენ პიარ პროგრამას და რუსთავი შენზე იმუშავებს მეთქი. მაგანაც მთხოვა ამერეკელების მხარდაჭერა, შევპირდი შენ იაქტიურე და მერე კელი გამოვა და თავისას იტყვის! დიდი მადლობა, ყველაფერს გავაკეთებ ბატონო მიშა, ბარიტონით მითხრა!

რა გაცინებს შეჩემა!

ა. კაი რა ! მაგარი სირია ისე ეგ ტიპი!

მ. მაიცა, ეხლა ! ღადაობას თავი დაანებე! კაცო, მარგველამ რა თქვა, რაო?

ა. მარგველას ბოკერია ელაპარაკება, ძმაკაცურად. ახალ წლამდე კი შეგვპირდა უგულავაზე, მაგრამ თავი შეიკავა. სათანადო პოლიტიკური გარემო არის შესაქმნელი და ვერ გავაკეთებო. ვანოსაც შევიწყალებ და სხვასაცო, მაგრამ სიტუაცია უნდა შეიქმნასო. მე ვფიქრობ ჩვენები ყველა პოლიტპატიმრებად უნდა გავაფორმოთ, სქემა მომზადებული მაქვს და ვმუშაობთ. სტრასბურგის ბერკეტებს გამოვიყენებთ ასევე.

მ. დავითა მოვა ჩემთან შვიდ საათზე და შენც მოდი რვის ნახევრისთვის. პრიპორტოვოის საკითხი უნდა მოვაგვაროთ და პროკურატურის სისტემა მოვმართოთ. საყვარელიძემ, დნეპროპეტროვსკში დათო როა გონგაძე ხო იცი, ის გაუშვა და ნაბიჭვარი კუცუკები გადახდას არ აპირებენ, კარგად მოიფიქრე რა ამაზე! თან იმ კროლიკმა იაცენიუკმა სუ გადაიჯვა თავზე!

ა. კაი, მოვალ აუცილებლად.

М. Женя! Давай быстро, Поехали!

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."