რა ჯდება ოთხსულიანი ოჯახის შენახვა საქართველოში

რა ჯდება ოთხსულიანი ოჯახის შენახვა საქართველოში

AMBEBI.GE შეეცადა იმის გარკვევას, თუ რა ჯდება ოთხსულიანი ოჯახის შენახვა საქართველოში, კერძოდ, ყოველთვიურად რა თანხა სჭირდება ოთხსულიან ოჯახს არსებობისთვის და რამდენია საშუალოდ, ყოველთვიური ხარჯები ერთ სულზე და ასევე ოჯახზე.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ყოველწლიურად იზრდება საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულზე. მაგალითად, შესაბამისი კვლევის მიხედვით, 2010 წელს ერთი ადამიანის საშუალო თვიური სამომხარებლო ფულადი ხარჯი იყო 121 ლარი, 2012 წელს 141 ლარი, ხოლო 2014 წელს 174 ლარი.

ამ მონაცემებით სამომხმარებლო ხარჯები მოიცავს ხარჯებს სურსათზე, სასმელზე, თამბაქოზე, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, საოჯახო მოხმარების საქონელზე, ჯანმრთელობის დაცვაზე, სათბობსა და ელექტროენერგიაზე, ტრანსპორტზე, განათლებაზე და სხვა.

მაგალითად, საქსტატის მონაცემით, 2014 წელს ერთი ადამიანის საშუალო თვიური ხარჯი საკვებზე, სასმელზე და თამბაქოზე იყო 63.8 ლარი, ჯანმრთელობის დაცვაზე 20.9 ლარი, ტრანსპორტზე 18.2 ლარი.

მონაცემი ითვალისწინებს ერთ სულ ადამიანზე საშუალო თვიურ სამომხმარებლო ფულად ხარჯს. თუ ამ მონაცემებით ვიმსჯელებთ, ოთხსულიანი ოჯახის შენახვა საქართველოში ყოველ თვე საშუალოდ 700 ლარამდე ჯდება. თუმცა აქ შედის მხოლოდ სამომხმარებლო ხარჯები, რომელშიც იგულისხმება საკვები, სასმელი, ტრანსპორტი, ჯანდაცვა და ა.შ.

AMBEBI.GE-სთან საუბრისას საქსტატის სოციალური სტატისტიკის სამმართველოს უფროსი გიორგი კალაკაშვილი ამბობს, რომ ეს მონაცემი გულისხმობს საშუალო თვიურ ხარჯებს, რომელიც გამოითვლება სპეციალური წესით და ერთ სულში იგულისხმება ნებისმიერი ასაკის ადამიანი, შეიძლება იყოს ეს პატარა ბავშვი თუ 50 წლის კაცი.

"სტატისტიკა წლების მიხედვით არის და მოცემულია თვეში საშუალო ხარჯი ერთ სულზე, თუმცა შეიძლება რომელიმე თვეში მეტი იყოს სამომხმარებლო ფულადი ხარჯი, რომელიმეში - ნაკლები. რაც შეეხება გამოთვლის მეთოდოლოგიას, მაგალითად რომ ავიღოთ, ვთქვათ, საზოგადოებაში, სადაც ცხოვრობს მხოლოდ ათასი კაცი, სამომხმარებლო საქონელზე მთლიანად დაიხარჯა ერთი მილიონი, ეს ერთი მილიონი გაიყოფა ამ ათას კაცზე და გამოვა ათასი ლარი, ანუ ერთ სულზე საშუალოდ თვეში დახარჯულა ათასი ლარი", - ამბობს გიორგი კალაკაშვილი.

ცნობისთვის, სტატიაში ზემოთ მოცემული რიცხვები ასახავს მხოლოდ სამომხმარებლო ხარჯებს, ის რაც დღეს არსებობისთვის აუცილებელი პირობაა, და ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოში არსებული ოჯახების უმეტესობას რეალურად, უწევს ყოველთვე 700-800 ლარად ოთხსულიანი ოჯახის შენახვა.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია