ჩრდილოეთ კორეელ მამაკაცებს კიმ ჩენ ინის მსგავსი ვარცხნილობის ტარება უბრძანეს

ჩრდილოეთ კორეელ მამაკაცებს კიმ ჩენ ინის მსგავსი ვარცხნილობის ტარება უბრძანეს

ჩრდილოეთ კორეაში გაიცა ბრძანება, რომ მამაკაცებმა ორ სანტიმეტრზე გრძელი თმა არ ატარონ და ისე შეიჭრან თმა, როგორც ქვეყნის ლიდერს, კიმ ჩენ ინს აქვს. მამაკაცებს ინსტრუქციები მიეცათ, რომ პატივი მიაგონ კიმ ჩენ ინის ვარცხნილობას და გვერდებში აპარსული, უკან გადავარცხნილი თმა ატარონ. ასეთი ვარცხნილობის სტილს ჩრდილოეთ კორეაში "ამბიციურ" სტილს უწოდებენ.

ახალგაზრდა ქალებს დაევალათ, რომ კიმ ჩენ ინის მეუღლის, რი სოლ ჯუს მსგავსი ვარცხნილობა ატარონ. მხოლოდ სასცენო შემსრულებლებს ეძლევათ უფლება, უფრო გრძლად მოიზარდონ თმა. ჩრდილოეთ კორეის სილამაზის სალონები სავსეა მოქალაქეებით, რომლებიც შეშინებული ელოდებიან თავიანთ რიგს, რომ ბრძანების შეუსრულებლობაში არ დასდონ ბრალი.

მომზადებულია news.com.au-ს მიხედვით.

"იუვენტუსის" ფეხბურთელს, პაოლო დიბალას კორონავირუსი 6 კვირაში 4-ჯერ დაუდასტურდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და მის საცოლეს ვაჟი შეეძინათ - წყვილმა ცოტა ხნის წინ COVID-19 გადაიტანა

დედამიწას გიგანტური ასტეროიდი უახლოვდება - მეცნიერების თქმით, ის პირბადეს ჰგავს