თურქეთმა ზღვარს გადააბიჯა - სერგეი ლავროვი

თურქეთმა ზღვარს გადააბიჯა - სერგეი ლავროვი

თურქეთმა ზღვარს გადააბიჯა, - ასეთი განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სირიელ კოლეგა ვალიდ მუალემთან მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ თურქეთის ხელმძღვანელობამ ზღვარს გადააბიჯა და რისკავს, თურქეთი ურთულეს სიტუაციაში ჩააგდოს, როგორც გრძელვადიანი ეროვნული ინტერესების, ისე რეგიონში არსებული მდგომარეობის თვალსაზრისით", - განაცხადა ლავროვმა.

რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქულმა ავიაციამ რამდენიმე დღის წინ რუსული "სუ-24" ჩამოაგდო, რომელმაც თურქეთის საჰაერო სივრცე სირიის მხრიდან დაარღვია. საპასუხოდ, მოსკოვმა თურქეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გაყინვის პროცესი დაიწყო, ასევე შეწყვიტა სამხედრო კონტაქტები.

კრემლის გადაწყვეტილებით, სირიაში განლაგდა უახლესი საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-400. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თუ რუსი სამხედროები თურქულ თვითმფრინავს ჩამოაგდებენ, ანკარა ამას "აგრესიის აქტად" აღიქვამს და შესაბამის ზომებს მიიღებს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა