"მკვლელი ჩანჩქერი" თბილისის ზღვაზე

"მკვლელი ჩანჩქერი" თბილისის ზღვაზე

სამიარუსიანი ცემენტის კონსტრუქციით ფერდობიდან ჩამომავალი მდინარე ზღვაში ჩაედინება. 15 მეტრი სიმაღლის, ერთი შეხედვით, უსაფრთხო კონსტრუქციას არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეუწირავს

"მკვლელი ჩანჩქერი"- ასე უწოდებენ თბილისის ზღვაზე წყალვარდნილს, რომლითაც მდინარე იორი თბილისის წყალსაცავს­ უერთდება. ვარკეთილის მხრიდან თბილისის ზღვაზე მიმავალი შეამჩნევთ სამიარუსიან ცემენტის კონსტრუქციას, რომლითაც ფერდობიდან ჩამომავალი მდინარე ზღვაში ჩაედინება. 15 მეტრი სიმაღლის, ერთი შეხედვით, უსაფრთხო კონსტრუქციას არაერთი ადამიანისა სიცოცხლე შეუწირავს.

წყალვარდნილამდე მდინარე იორი ამ ტერიტორიაზე ცემენტისფილებიან კალაპოტში მოედინება. მწყემსების თქმით, სწორედ ამ ადგილას, ადამიანი და პირუტყვი თავს ვეღარ იკავებენ და კალაპოტიდან წყლის დინებას მდინარისა და ზღვის დამაკავშირებელ სამიარუსიან კონსტრუქციამდე მიჰყავს, სადაც არაერთი ტრაგედია დატრიალებულა.

ვარკეთილში მცხოვრები ნატო ჟორჟ­ოლიანი ცოტა ხნის წინ მომხდარ შემთხვევას იხსენებს: - მეტისის ჯიშის ძაღლი მყავდა, ყურშა. კავკასიური ნაგაზი, ლომაც მოგვეკედლა და ორივე ერთად დაგვყავდა თბილისის ზღვაზე სასეირნოდ. ერთ დღესაც, ჩემმა ძმამ ჩვეულებრივ ჩასხა ყურშა­ და ლომა მანქანაში და თბილისის ზღვასთან წაიყვანა. ძაღლები თამაშით გაერთნენ­, ძმამაც მოადუნა ყურადღება. რამდენიმე წუთში­ ლომამ მოირბინა, ყურშა კი არსად ჩანდა­.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია