ერდოღანის მზად არის პოსტი დატოვოს თუ დამტკიცდა, რომ თურქეთი ნავთობს "ისლამური სახელმწიფოსგან" ყიდულობს

ერდოღანის მზად არის პოსტი დატოვოს თუ დამტკიცდა, რომ თურქეთი ნავთობს "ისლამური სახელმწიფოსგან" ყიდულობს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ის მზად არის პოსტი დატოვოს თუ დამტკიცდა, რომ თურქეთი ნავთობს "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებისგან ყიდულობს. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ ერდოღანმა პარიზში, კლიმატურ ცვლილებების კონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

"თუ ეს დამტკიცდა, მაშინ ჩვენი ეროვნული სიამაყე მოითხოვს, რომ გადავდგე", - განაცხადა ერდოღანმა.

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსულ მხარეს აქვს მტკიცებულები "ისლამური სახელმწიფოს" კონტროლირებადი ტერიტორიებიდან თურქეთში კონტრაბანდული ნავთობის მიწოდების შესახებ.

"ჩვენ ახლა დამატებითი მონაცემები მივიღეთ, რომელიც ადასტურებს, რომ სამწუხაროდ "ისლამური სახელმწიფოსა" და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ნავთობის უზარმაზარი მოცულობა თურქეთს მიეწოდება", - განაცხადა პუტინმა პარიზში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა