აშშ ერაყში ამერიკელ სპეცრაზმელებს აგზავნის

აშშ ერაყში ამერიკელ სპეცრაზმელებს აგზავნის

აშშ ერაყში ამერიკელ სპეცრაზმელებს აგზავნის. როგორც აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ეშტონ კარტერმა განაცხადა, ქვედანაყოფი სირიის ტერიტორიაზე მოქმედი ისლამისტების წინააღმდეგ ოპერაციებს ჩაატარებს. როგორც კარტერმა, სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ამერიკელი სპეცრაზმელების ამოცანა რეიდების ჩატარება, ტყვეების გათავისუფლება და "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერების დაკავება გახდება.

სააგენტო "დოიჩე ველე" წერს, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილებას ერაყში მწვავე რეაქცია მოჰყვა. პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ განაცხადა, რომ ერაყს უცხო ქვეყნის სახმელეთო ჯარები არ სჭირდება, ხოლო ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური შეიარაღებული ძალების განლაგება ან მათი მხრიდან სამხედრო ოპერაციების ჩატარება ოფიციალური ბაღდადის თანხმობის გარეშე დაუშვებელია.

თავის მხრივ, ერაყში მოქმედმა შიიტურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, ამერიკული სპეცდანიშნულების ძალების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყონ.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა