"რესპუბლიკურ პარტიას" კვლავ ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს

"რესპუბლიკურ პარტიას" კვლავ ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს

"რესპუბლიკურ პარტიას" კვლავ ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს. სამნიძე "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის პოსტზე პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა 32 ხმით აირჩია. ერთმა თავი შეიკავა.

სამნიძე "რესპუბლიკურ პარტიას" 2 წლის ვადით უხელმძღვანელებს. ის ერთადერთი კანდიდატი იყო "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარეობის პოსტზე.

"ჩვენ წინ ძალიან სერიოზული ორი წელი გველოლდება. 2016 წელი სერიოზულია იმ თვალსაზრისით, რომ ტარდება საპარლამენტო არჩევნები, 2017 წელს იმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მე სწორედ ამ ორი წლის მანდატით ვარ არჩეული. დარწმუნებული ვარ, პარტიასთან, ჩვენს გუნდთან და ახალ გუნდთან ერთად, ჩვენს მხარდამჭერებთან, საქალაქო და რაიონულ ორგანიზაციებთან ერთად ახალი შემართებით, ახალი ენერგიით, განვითარებასა და პროგრესზე ორიენტირებული იდეებით წარვდგებით ამომრჩევლის წინაშე", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის არჩევამდე პარტიის წევრებმა ეროვნული კომიტეტის და სარევიზიო კომისიის განახლებული შემადგენლობა აირჩიეს. ამით "რესპუბლიკური პარტიის" რიგით მე-16 ყრილობა დასრულდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."