"ზურას, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანება" - სიახლე, რომელიც ჟვანიას საქმეში გადატრიალებას მოახდენს?!

"ზურას, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანება" - სიახლე, რომელიც ჟვანიას საქმეში გადატრიალებას მოახდენს?!

9 დეკემბერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია 52 წლის უნდა გამხდარიყო... ამ დღეს ოჯახის წევრები და ახლობლები მის ხსოვნას პატივს მიაგებენ. ათი წლის განმავლობაში ეს არის პირველი დაბადების დღე, როცა გარდაცვლილი პრემიერის ძმა გოგლა ჟვანია თამამად აცხადებს, რომ ზურას ბურუსით მოცული საქმე გაიხსნება... რა არის მთავარი სიახლე, რომელიც ჟვანიას საქმეში ნამდვილ გადატრიალებას მოახდენს და რატომ გზავნის ვანო მერაბიშვილი პროკურატურასთან ცრუ მოწმეებს? ამაზე გოგლა ჟვანია გვესაუბრა:

- უკვე მეათედ ვხვდებით ზურას დაბადების დღეს მის გარეშე... მჯერა, ცოცხალი რომ ყოფილიყო, დღეს სულ სხვაგვარ საქართველოში ვიცხოვრებდით...

- ისე გაიწელა საქმის გამოძიება, რომ საზოგადოების ნაწილს აღარც აქვს მისი გახსნის­ იმედი. იქნებ მართლაც სჯობია, სახელმ­წიფომ განაცხადოს, რომ გამოძიება ჩიხში­ შევიდა და საქმის გახსნა ვერ ხერხდება...

- მაგრამ გამოძიება ჩიხში არ შესულა. პირიქით, ძალიან საინტერესო დეტალები იკვეთება და საქმის გასახსნელად ინტენსიური მუშაობა გრძელდება. ველოდები, რომ ძალიან მალე სერიოზული ძვრები მოხდება და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

- ესე იგი, პროკურატურას აქვს რაიმე ხელჩას­აჭიდი?

- ცხადია... არის სიახლეები, რომლებზეც, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერაფერს ვიტყვი.

- ახალმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ­ განაცხადა, რომ წინასწარი გამოძიების მასალების გაყალბება საქმეს ძალიან ართულებს.

- "ართულებს" არ ნიშნავს, რომ საქმის გახსნას შეუძლებელს ხდის....

- თქვენ ესაუბრეთ შოთაძეს?

- დიახ, რამდენჯერმე შევხვდი. ის იცნობს საქმის დეტალებს. მეტიც, ამ ყველაფერს თვითონ კურირებდა... ადეკვატურად აფასებს პრობლემებს და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს საქმე გაიხსნას. ეს ადამიანი­ ჩვენს ნდობას იმსახურებს. მე მის კანდიდატურას მხარი დავუჭირე.

- FBI-ს დასკვნაზე დაყრდნობით აღნიშნავდით, რომ იმ ავადსახსენებელ ოთახში მხუ­თავი აირის მხოლოდ ის რაოდენობა იყო, რაც, მაგალითად, გადატვირთული მოძრაობისას რუსთაველის გამზირზე... თუმცა, ეს დასკვნა წინააღმდეგობებით არის სავსე... საქმის­ გახსნისთვის ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს?

- დასკვნის ექსპერიმენტული ნაწილი უმნიშვნელოვანესია. ის ადასტურებს, რომ იქ უბედური შემთხვევა არ მომხდარა. შეფასებით ნაწილში კი ორაზროვანი ფრაზებია. ვფიქრობ, მთავარი მაინც ექსპერიმენტული ნაწილია. ამ დასკვნაში შავით თეთრზე წერია - სანამ ექსპერიმენტი დაიწყებოდა, დაათვალიერეს გამათბობელი და მასზე ვერ აღმოაჩინეს მურის კვალი, რაც არასრული წვის მანიშნებელი იქნებოდა. არადა, ჩO სწორედ არასრული წვის პროდუქტია!

იხილეთ გაგრძელება

"ასზე მეტი შენობა-ნაგებობა გვაქვს დაპროექტებული ნიუ იორკში" - ქართველი წყვილის დიდი შრომით მოპოვებული, ამერიკული წარმატება

ტოპ|ქარდით ონლაინ შოპინგის უპირატესობა

"40-ლარიანი ნივთი თუ არ მიუტანეს და არც ფული დაუბრუნეს, ადამიანს ამის გამო სასამართლოში სირბილი არ უნდა უწევდეს" - რა პრობლემებს აწყდება ონლაინვაჭრობისას ქართველი მომხმარებელი