ვერ წარმოიდგენთ, ტერორისტული იდეოლოგიის თვალსაზრისით რა შორს არის პროცესი წასული - მამუკა არეშიძე

ვერ წარმოიდგენთ, ტერორისტული იდეოლოგიის თვალსაზრისით რა შორს არის პროცესი წასული - მამუკა არეშიძე

ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს სპეცსამსახურებმა "ისლამურ სახელმწიფოსთან" შესაძლო კავშირების გამოსავლენად ბოლო ორი თვის განმავლობაში ეფექტურად იმუშავეს. ამის შესახებ მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს. როგორც მამუკა არეშიძე აღნიშნავს, ხშირად ამბობდა, რომ პრობლემა მარტო პანკისის ხეობაში არ იყო და არანაკლებ სახიფათო ვითარებაა აჭარასა და გურიის სოფლებში.

"როგორც ვიცი, ოპერატიული რეაგირება ისედაც იყო დაგეგმილი... ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ამ ოპერატიული რეაგირების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა მავანს და სწორედ ამიტომაც ვნახეთ ის ვიდეოგამოსვლა. ამით შეეცადნენ ყურადღების მიპყრობას. მოკლედ, როგორც ჩანს, დასწრებაზე იყო საქმე.

ჩვენი სპეცსამსახურების მოქმედება, რომელთაც მე ხშირად ვაკრიტიკებ ხოლმე, ამ ბოლო დროს აშკარად გამოსწორდა. მიმაჩნია, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ეფექტიანად იმუშავეს. იმ ოთხიდან, რომელიც ბოლოს დააკავეს, ერთი, რომლის გვარ-სახელსაც ვერ დავასახელებ, ნამდვილად დასაჭერი იყო, მიუხედავად იმისა, რას ამბობენ მისი ოჯახის წევრები. ჩემთვის ცნობილია, მისი, რბილად რომ ვთქვათ, ანტისახელმწიფოებრივი "მოღვაწეობის" შესახებ. ეს, ჩემს გარდა, ამ საკითხით დაინტერესებულმა ბევრმა ადამიანმა იცოდა", -განაცხადა მამუკა არეშიძემ.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ამ ეტაპზე გასაკეთებელი საქმე გაკეთდა, მაგრამ ეს ერთჯერადი კამპანია არ უნდა იყოს. არეშიძის განმარტებით, აღნიშნულმა პერმანენტული ხასიათი უნდა მიიღოს, რომელშიც მთავარი პრევენციული ზომების მიღება უნდა იყოს.

"ხოლო რასაც პრევენცია ვერ უშველის, სამართლებრივად უნდა აღმოიფხვრას. სხვა მხრივაც არის სამუშაო. ვერ წარმოიდგენთ, ტერორისტული იდეოლოგიის თვალსაზრისით რა შორს არის პროცესი წასული. ეს შესაჩერებელია! თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა მივმართო ხელისუფლებას: უპირველესად ყურადღება უნდა მიექცეს საქართველოს მუსლიმანებს,  ტრადიციული ისლამის მიმდევრები უნდა დაიყენოს ხელისუფლებამ გვერდით, ამ ხალხს შეუძლია თვითონ შექმნას ფუნდამენტალისტებისთვის პრაქტიკულად გაუვალი ბარიერი. სახელმწიფოსგან მიტოვებული სოციალური ჯგუფი ყოველთვის ხდება სხვისი, ხშირ შემთხვევაში, ქვეყნის მტრის ლუკმა. ეს აქსიომაა!" - განაცხადა მამუკა არეშიძემ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."