"ქართული ოცნება" მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმარჯვებს არჩევნებში, თუ მის სათავეში ბიძინა ივანიშვილი იქნება"

"ქართული ოცნება" მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმარჯვებს არჩევნებში, თუ მის სათავეში ბიძინა ივანიშვილი იქნება"

ბრიუსელში გამართულ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების თავყრილობაზე კვლავაც არ გაეცა პასუხი შეკითხვას: როდის შესრულდება 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება და როდის გახდება საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი? თუმცა ერთი რამ მაინც გაირკვა - როგორც დასკვნით კომუნიკეში ჩაიწერა, ქვეყანას ნატოში გასაწევრებლად აუცილებლად დასჭირდება გაწევრების სამოქმედო გეგმა (MAP). ამ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე ექსპერტ მამუკა არეშიძეს ვესაუბრებით:

- როგორ შეაფასებდით ნატოს მინისტერიალის შედეგებსა და საქართველოს შესახებ მიღებულ კომუნიკეს? მონტენეგროს ალიანსში მიწვევა შეიძლება მივიჩნიოთ ჩვენი ქვეყნისთვის პოზიტიურ გზავნილად?

- ეს შესაძლოა უფრო კეთილგანწყობის გზავნილად მივიჩნიოთ, ვიდრე ხელშესახებ პრეცედენტად, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოზეც გავრცელდება. არა იმიტომ, რომ დავუშვათ, დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით მონტენეგრო უსწრებს საქართველოს, ან სამხედრო მომზადება უკეთესი აქვს. არა, აქ, სამწუხაროდ, ისევ და ისევ გეოპოლიტიკური მდგომარეობაა მნიშვნელოვანი. ამ თვალსაზრისით საქართველო და მონტენეგრო განსხვავებულ ვითარებაში არიან. ამ მინისტერიალზეც გამოჩნდა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრების პერსპექტივა არსებობს, თუმცა, ჯერჯერობით, არ არსებობს ამის განხორციელების ვადა. ვიდრე მსოფლიოში არსებობს რუსეთის აგრესიული პოლიტიკა მისი მეზობლების მიმართ, სავარაუდოდ, ნატოს წევრი ქვეყნები, განსაკუთრებით კი საფრანგეთი და გერმანია, ამ ნაბიჯს არ გადადგამენ. ბოლო დროს მქონდა საშუალება, შევხვედროდი და მესაუბრა იმ პირებთან, რომლებიც ნატოს პოლიტიკის შექმნასა და წარმართვაში მონაწილეობენ. ესენი არიან ჩვენი ბალტიისპირელი და პოლონელი პარტნიორები. მათ გვითხრეს, რომ ნატოს წევრთა შორის ხმალამოღებული ბრძოლაა სწორედ ალიანსის გაფართოებისა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე. ხმები, ფაქტობრივად, 50/50-ზე იყოფა. ეს მხოლოდ საქართველოს არ შეეხება.…ბოლო ხანს გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ნატოს წევრი ქვეყნების ერთი ნაწილი აშშ-ის წინადადებებს მაინცდამაინც ანგარიშს აღარ უწევს, ბევრმა უკვე დამოუკიდებელი თამაში დაიწყო. დღეს მსოფლიო წესრიგი შეიცვალა, მიმდინარეობს მისი ახლებურად დალაგების მეტად მტკივნეული პროცესი და ცხადად ჩანს, რომ ეს კარგა ხანს გაგრძელდება. ამ არეულ ვითარებაში პასუხისმგებლობის აღება ყველას უჭირს. მოკლედ, ამ მინისტერიალზეც გვითხრეს, ნატოში გაწევრება გეკუთვნით, მაგრამ არ გეკუთვნითო.

- სხვა თუ არაფერი, ამ მინისტერიალზე ის მაინც დანამდვილებით გავიგეთ, რომ არც MAP-ზე უკეთესი გვიშველის და არც მის გარეშე მიიწვევს ვინმე საქართველოს ალიანსში...

- ეს საკითხი ერთგვარ კურიოზად არის ქცეული. ნატოშიც კარგა ხანია ხვდებიან, რომ საქართველო ძალიან ბევრ რამეს აკეთებს ალიანსში ინტეგრაციისთვის და საპასუხოდ ბევრს ვერაფერს იღებს, ამიტომაც ცდილობენ, ახალ-ახალი დაპირებები მოიგონონ ჩვენთვის. ლაპარაკი, რომ მაპ-ზე უკეთესი გვქონდა ან სულაც არ იყოს გაწევრებისთვის მაპ-ი საჭირო, იყო მხოლოდ და მხოლოდ წინა ხელისუფლების გამოგონილი სატყუარა, რათა საზოგადოებაში არ გაჩენილიყო ნიჰილიზმი ნატოს მიმართ. დღევანდელი ხელისუფლებაც ხშირ შემთხვევაში იძულებულია, ასეთი ტიპის დაპირებები გასცეს. თუმცა დღეს უფრო გამჭვირვალეა ეს პროცესი.

ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე რომ გითხრათ, ამ ეტაპზე ნატოში საქართველოს ინტეგრაცია პირდაპირ არის დამოკიდებული რუსეთზე და საქართველოსა და რუსეთის შესაძლო კონფლიქტის შემთხვევაში, ნატოს ზოგიერთ ქვეყანას ჩარევა არ სურს. მათ ურჩევნიათ, რუსეთთან ნელთბილი ურთიერთობა ჰქონდეთ და თავი აარიდონ კონფრონტაციას, ასე ფიქრობენ საფრანგეთი, გერმანია, იტალია... მოკლედ, ბებერი ევროპა, დიდი ბრიტანეთის გამოკლებით.

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."