ნინო ქათამაძის პორტრეტი თექაზე: ყოფილი პატიმარი ქალის საჩუქარი მომღერალს

ნინო ქათამაძის პორტრეტი თექაზე: ყოფილი პატიმარი ქალის საჩუქარი მომღერალს

მაია სამნიძე სოციალური საწარმო "აკესოს" ბენეფიციარია. როგორც თავად ამბობს, ნარკოტიკების მოხმარების გამო 2008-13 წლებში ქალთა მეხუთე კოლონიაში სასჯელი მოიხადა. საპატიმროში თექაზე მუშაობა დაიწყო, გათავისუფლების შემდეგ კი სახელოსნო გახსნა.

ყოფილმა ნარკოდამოკიდებულმა ნამუშევრები საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში", საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიურ ცენტრ "თანადგომის" მიერ ორგანიზებული კონფერენციის - "ნარკოდამოკიდებულება: პრობლემები, გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები" ფარგლებში გამოფინა.

ნამუშევრებს შორის მომღერალ ნინო ქათამაძის თექაზე შესრულებული გამოსახულებაცაა. ნამუშევარი თუშურ მატყლზეა შესრულებული. გამოყენებულია ზეთის საღებავები, თვლები და ტყავი. ავტორი მომღერლის პორტრეტს არ ყიდის და ქათამაძისთვის მის ჩუქებას აპირებს.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება