ბათუმი-თბილისის მატარებელი დღეს ურეკიდან გავა

ბათუმი-თბილისის მატარებელი დღეს ურეკიდან გავა

ბათუმი-თბილისის მატარებელი დღეს ურეკიდან გავა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი აჭარიდან იუწყება, აღნიშნულის გამო მგზავრები, რომლებსაც დღევანდელ რეისზე ბილეთები აქვთ აღებული, უკმაყოფილებას გამოთქვამენ, ვინაიდან მათ ბათუმიდან ურეკში ჩასვლა უწევთ.

"რკინიგზის ცხელ ხაზზე დავრეკე და მითხრეს, რომ ბათუმის სადგურის ნაცვლად მატარებელი ურეკიდან გავა, ბათუმიდან ურეკამდე კი ჩვენი ხარჯებით, სხვა სახის ტრანსპორტით უნდა ჩავიდეთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა მგზავრა.

"საქართველოს რკინიგზის" ცხელ-ხაზს სააგენტოც დაუკავშირდა, სადაც დაადასტურეს, რომ მხოლოდ ერთი დღით, სარკინიგზო ზოლზე სამუშაოების გამო ბათუმი-თბილისის მგზავრები ურეკის სადგურიდან გაემგზავრებიან. კითხვაზე, როგორ უნდა გაიგონ მგზავრებმა, რომ ბათუმის ნაცვლად მატარებელი ურეკიდან გავა, ოპერატორის თქმით, წინასწარ ინფორმირება ვერ ხერხდება, რადგან მათთვის უცნობია მგზავრთა ვინაობა, რის გამოც მათ ვერ უკავშირდებიან.

"დღეს ურეკიდან გადის ბათუმი-თბილისის მატარებელი. მხოლოდ ერთი დღე არის ფანჯარა, ვინაიდან გზაზე მიმდინარეობს სამუშაოები. მგზავრებისთვის ხარჯების ანაზღაურება არ მოხდება. ჯერჯერობით ასეთი ინფორმაცია გვაქვს. ვინც წინასწარ რეკავს და კითხულობს, მათ ვაწვდით ინფორმაციას", - განაცხადა ოპერატორმა.

რეისი ბათუმი-თბილისი ურეკის სადგურიდან 16:45 საათზე შესრულდება.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია