"დედით უკრაინელი ვარ, მამით უზბეკი, მაგრამ აფხაზეთის ომი ჩემთვის "სხვისი"­ ომი არ ყოფილა"

"დედით უკრაინელი ვარ, მამით უზბეკი, მაგრამ აფხაზეთის ომი ჩემთვის "სხვისი"­ ომი არ ყოფილა"

თითქოს არ იყო პატარა ოთახი, მაგრამ რომ წამოდგა, სივრცე დაპატარავდა! მაღალია, ათლეტური, ჭრელ სამხედრო ბუშლატაში გამოწყობილი, თავზე ბენდენა წაეკრა - ასე მეგონა თითქოს ახლახან ბრძოლიდან დაბრუნდა. აფხაზეთი ჩემი მასპინძლის, წარსულში ცნობილი ჩოგბურთელის - სერგეი ხოჯამბერდიევის სამშობლოა. სოხუმის დასაცავად ქართველების გვერდით დადგა. იყო სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფ "იუპიტერის" მზვერავი. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხისა და საქართველოში უზბეკეთის ასოციაციის ორდენით - პატრიოტიზმისთვის.

- სოხუმში დავიბადე და გავიზარდე. თბილისის ფიზკულტურის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ წლების განმავლობაში­ ვიყავი თბილისში ჩოგბურთის კორტების მწვრთნელი და დირექტორი.

დედით უკრაინელი ვარ, მამით უზბეკი, მაგრამ აფხაზეთის ომი ჩემთვის "სხვისი"­ ომი არ ყოფილა. საქართველო ჩემი სამშობლოა. 1992 წლის 14 აგვისტოს მშვიდობ­იანი ყოფა დასრულდა - ზღვისპირეთს ცეცხლი წაეკიდა. ერთად გაზრდილმა ბიჭებმა ერთმანეთს ზურგი აქციეს. ერთნი ქალ­აქს ტოვებდნენ, მეორენი მის მცველებად დგებოდნენ!.. არაქართველებს ომი არჩევანის უფლებას გვიტოვებდა - თუ იარაღს არ ავიღებდით, არავინ გაგვამტყუნებდა. ფიქრი არც დამჭირვებია, ჩემს ნამოწაფარებთან - თემურ შენგელიასა და ლადო ბიგვავასთან ერთად ჩავეწერე მებრძოლთა ჯგუფში. მალე ოპერატიული ჯგუფი "იუპიტერი" ჩამოყალიბდა და იარაღი დაგვირიგეს.

ქართველების გვერდით იბრძოდა ჩემი ბიძაშვილი ვასილ გერაშჩენკოც. 15-16 მარტს, სოხუმზე მასირებული შეტევისას, ვასიკომ მოწინააღმდეგე ახლოს მოუშვა, გაანადგურა და თავადაც დაიღუპა. დაკრძალვაზე დონის როსტოვიდან მისი უფროსი ძმა ჩამოვიდა და უკან აღარ დაბრუნდა, ისიც ქართველებს შეუერთდა - შრომასთან მძიმე ბრძოლებისას სასიკვდილოდ დაიჭრა. ასე შეეწირნენ აფხაზეთის ომს უკრაინელი ძმები - ვასილ და ნიკოლოზ გერაშჩენკოები.

არ ვიცოდი, ბედისწერა რას მიმზადებდა, ბრძოლის ველიდან მშვიდობით დაბრუნებულს, აფხაზეთის დაკარგვამდე ორი თვით ადრე ბედმა მიმუხთლა - იარაღის წმენდისას უნებლიეთ გავარდნილი ტყვიის ანასხლეტმა თვალები დამიზიანა და მხედველობა დავკარგე.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია