ნასამ დედამიწის ფონზე გადაღებული ვენერას ფოტო გამოაქვეყნა

ნასამ დედამიწის ფონზე გადაღებული ვენერას ფოტო გამოაქვეყნა

იაპონურმა კოსმოსურმა ზონდმა ”აკაცუკიმ” ვენერას ახალი ფოტოები გადაიღო. ეს პირველად მოხდა მას შემდეგ, რაც სადგური წარმატებით გაფრინდა პლანეტის ორბიტაზე.

პლანეტა ვენერას ახალი ფოტო ნასას ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული. ვენერა დედამიწის განათებული ზედაპირის ფონზეა გადაღებული. ფოტო იაპონური აეროკოსმოსური სააგენტოს ასტრონავტმა კიმია იუიმ 5 დეკემბერს გადაიღო.

7 დეკემბერს იაპონურმა კოსმოსურმა ზონდმა ”აკაცუკიმ” მოახერხა ვენერის ორბიტაზე გასვლა. სწორედ მაშინ გადაიღეს ვენერა კოსმოსური აპარატიდან, რომელიც პლანეტის ორბიტაზე იმყოფებოდა და ნელ-ნელა უახლოვდებოდა მას ატმოსფეროს გამოსაკვლევად.

”აკაცუკი" ვენერას ატმოსფეროს გამოსაკვლევად შეიქმნა. ის 2010 წლის 21 მაისს ჩაუშვეს კოსმოსადგურ ტანგასიმადან.

მომზადებულია regnum.ru-ს მიხედვით.

20%-იანი ფასდაკლება ხარისხით ცნობილი ბრენდების სათამაშოებზე - არ გამოგრჩეთ, მშობლებო!

"დევნას არასდროს არავის დავუწყებ. არც ის მომწონს, მე რომ დამდევენ" - რატომ ვერ უყურებს ნანკა კალატოზიშვილი ეკრანზე საკუთარ თავს

"ჩვენთვის ყველანაირი შემოსავლის წყარო გაწყდა... მინდა, რომ სამუშაოს საშუალება მომცენ, არ მჭირდება არანაირი დახმარებები"