ფინეთის საჰაერო სივრცეში რუსეთის მხრიდან ვერტმფრენი შეიჭრა

ფინეთის საჰაერო სივრცეში რუსეთის მხრიდან ვერტმფრენი შეიჭრა

ფინეთის საჰაერო სივრცეში რუსეთის მხრიდან ვერტმფრენი შეიჭრა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ინციდენტი 10 დეკემბერს მოხდა.

არაიდენტიფიცირებული ვერტმფრენი ფინეთის ტერიტორიის დაახლოებით 9 კილომეტრის სიღრმეზე შევიდა. ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების გაფრთხილების შემდეგ, ვერტმფრენი რუსეთში დაბრუნდა. სასაზღვრო სამსახურის ცნობით, საფრენი აპარატის ფრენა დაახლოებით 6 წუთს გაგრძელდა.

როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ფინეთის საჰაერო სივრცე არაერთხელ დაარღვიეს, რამაც აქტუალური გახადა დისკუსია ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."