იგრძენი განსხვავება პირველივე ნაბიჯიდან

იგრძენი განსხვავება პირველივე ნაბიჯიდან

გლდანში, ნანეიშვილის ქუჩის 23 ნომერში მშენებარე კორპუსის გვერდით Gldani Tower -ისექსპოზიცია - შოურუმი გაიხსნა - 63 კვ. მ. ფართის სტანდარტს მაქსიმალურად მიახლოვებული სივრცე, რომელიც მოიცავს თანამედროვე ავეჯით გაწყობილ ორ საძინებელს, მისაღებს, სამზარეულოსა და აივანს....

-რატომ გადაწყვიტეთ „შოურუმის“ აშენება? - ამ კითხვით დავიწყეთ საუბარი R&L ჯგუფის წარმომადგენელ ბატონ ასაფ რაზთან:

-რადგან ნიშვნელოვანია მომხმარებელს მაქსიმალური წარმოდგენა შეექმნას მომავალი ბინის შესახებ, თავად შეიგრძნოს მისი სივრცე, აქვე, მშენებლობის პროცესშივე იზრუნოს ფართების გეგმარებაზე, სასურველ ინტერიერზე, დიზაინზე..

ასე რომ, ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს სრულ არქიტექტურულ სერვისს - გეგმარების, ინტერიერის და დიზაინის ჩვენეულ ხედვას, ხოლო ჩვენი პროექტის მრავალფუნქციურობა და მოქნილობა საშუალებას აძლევს მომხმარებელს ინდივიდუალურად, საკუთარი გემოვნებისამებრ შეცვალოს მომავალი ბინის გეგმარება ან პირიქით, გაითვალისწინოს და მიიღოს პროექტის ჩვენეული კონცეფცია.

-მოდის, სამშენებლო პროდუქციის და ა. შ. ექსპოზიცია დიახ, მაგრამ საცხოვრებელი ბინის შოურუმი უცხო ხილია საქართველოში.

-მართალი ბრძანდებით, ეს უცხო გაახლავთ ქართული სამშენებლო სივრცისათვის.. ამ მხრივ ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი სლოგანის - „იგრძენი განსხვავება პირველივე ნაბიჯიდან“..

-თუ შეიძლება მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ..

-ჩვენი კომპანია 2001 წლიდან აშენებს საშუალო და დიდი ზომის საცხოვრებელ კომპლექსებსა და სავაჭრო ცენტრებს. მოქმედების არეალი ვრცელი გვაქვს - ამერიკა, კვიპროსი, ისრაელი... საქართველოს რაც შეეხება, ქართულ-ებრაული პარტნიორობის ფარგლებში გლდანში ავაშენეთ სავაჭრო ცენტრი „ Sky Plaza.“ ხოლო, 2015 წლისა გვისტოს ასევე გლდანში, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ჩავუყარეთ საფუძველი, რომლის დასრულებაც 2016 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი..

-რატომ გლდანში და არა ე. წ. პრესტიჟულ უბნებში?

-ეს საინტერესო ადგილია, პერსპექტიული, დინამიური.. სამწუხაროდ არც თუ სათანადოდ ათვისებული. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ერთ-ერთი პირველთაგანი ვართ, ვინც დედაქალაქის ამ რაიონის პერსპექტივა შეიგრძნო. ჩვენი სავაჭრო კომპლექსი თავისი თანამედროვე დამაღალი ევროპული სტანდარტებით ერთ-ერთი პირველი პროექტი გახლდათ, რომელიც აქ განხორციელდა.

- სავაჭრო სივრცეები დიახ, მაგრამ საცხოვრებელი სივრცეებისადმი ინოვაციური მიდგომა სამწუხაროდ იშვიათად გვხვდება საქართველოში..

- დიახ, ზოგადად ასეა. მაგრამ ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ნაგებობის იერსახეს. ეს ჩვენი სტრატეგიაა - ნაგებობა, რომელიც თავისი იერსახით ცვლის სივრცეს და თანამედროვე, კომფორტულ გარემოს ქმნის.. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ სტანდარტის დამკვიდრება..

-რამდენად ხელმისაწვდომია თქვენი სტანდარტი .. და მეთანხმებით, რომ თქვენი პროექტი პირველ რიგში გლდანის მაცხოვრებელთათვის იქნება სასურველი..

-რაც შეეხება ჩვენი პროდუქციის ხელმისაწვდომობას, ვითვალისწინებთ ჩვენი კლიენტების შესაძლებლობებს და ინდივიდუალურ პირობებს ვთავაზობთ მათ, ვთავაზობთ საკუთარი სურვილისამებრ განსაზღვრონ პირველადი შენატანი და ისარგებლონ როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი (15 წლიანი) განვადებით... ასევე ვთავაზობთ უპრეცენდენტო მომსახურებას საქართველოში - სურვილის შემთხვევაში 100% საბანკო გარანტიას...

- როგორ პირობებში ხდება ბინის გადაცემა მეპატრონისათვის?

-ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად სუფთა და დასრულებული შენობის შეთავაზება მყიდველისათვის: ვთავაზობთ ინოვაციურ თეთრ კარკასს. რომელშიც შედის უმაღლესი ხარისხის რკინის კარი, ელექტროგაყვანილობა, გაზის და წყლის მილები, გაჯით გალესილი კედლები, მაღალი ხარისხის ქვიშა-ცემენტით მოჭიმული იატაკი, ევროპული სტანდარტების მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა, ორმაგი მინა პაკეტით და კერამოგრანიტის ფილებით მოკირწყლული, გარემონტებული აივანი, ინდივიდუალური სავენტილაცი ოარხი..

ასევე მაღალი ხარისხით არის მოწყობილი საერთო სარგებლობის ფართი - გარემონტებული და კერამოგრანიტის ფილებით მოკირწყლული სადარბაზო, ორი უმაღლესი სტანდარტის ლიფტი და წყლის სისტემის მაღალი წნევის სატუმბო სადგური. სახლი შენდება უმაღლესი ხარისხის ევროპული სტანდარტების მქონე სამშენებლო მასალით. გარე პერიმეტრი გაწყობილი იქნება თერმული ბლოკით, რაც კორპუსს ენერგოეფექტურს ხდის და მობინადრეს 20%-მდე ბიუჯეტს დაუზოგავს გათბობასა და კონდიცირებაზე.

ყურადღება ექცევა ყველა დეტალს, კეთილმოწყობას, გამწვანებას... ვიმეორებ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს სტანდარტები.

-და ბოლოს რა გეგმები გაქვთ ბატონო ასაფ.. ხომ არ აპირებთ თქვენი საქმიანობის კვლავ გაგრძელებას საქართველოში..

- არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო.. მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა: როგორც უკვე მოგახსენეთ - მე მჯერა გლდანის, მისი დიდი პოტენციალის..

Web : http://gldanitower.ge/

Facebook გვერდი

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: 2 308 303

მობ: 558 10 30 30

558 10 40 40

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი