"ამდენი ტკივილი ჩემთვის არავის მოუყენებია" - რა მიზეზით მოხსნა გია ნიჟარაძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტობიდან კანდიდატურა

"ამდენი ტკივილი ჩემთვის არავის მოუყენებია" - რა მიზეზით მოხსნა გია ნიჟარაძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტობიდან კანდიდატურა

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ "რაგბი ევროპის" პრეზიდენტ ოქტავიო მორარუსთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნის მიზეზებზე ისაუბრა. გია ნიჟარაძის განცხადებით, მან აღნიშნული გადაწყვეტილება იმ მიზნით მიიღო, რომ გამოირიცხოს ყველანაირი დაპირისპირება სარაგბო ოჯახში.

გია ნიჟარაძე აქვე განმარტავს, რომ იგი კვლავ რჩება ქართული რაგბის სამსახურში და იმ შემთხვევაში, თუ რაგბის ოჯახი გადაწყვეტს, რომ იგი კვლავ საჭიროა, ნიჟარაძე მზად არის, კვლავ იყაროს კენჭი არჩევნებში.

"პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს იყო ჩემთვის ყველაზე მძიმე თვე. არც ამდენი ტკივილი მოუყენებია ჩემთვის აქამდე არავის. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ყველამ დაინახოს - სკამი არ არის მთავარი. რაგბი არის ჩემზე, თქვენზე და ყველა სპორტსმენზე უფრო მეტი. იგი აქამდე მოიტანა თაობებმა წესებითა და ტრადიციებით. რაგბი იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს, მიუხედავად გარკვეული მცდელობებისა. შეიკრიბება ყრილობა, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა იქნება რაგბისთვის უკეთესი. რაგბის საშუალებით შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი კარგი რამის გაკეთება. უამრავი ადამიანი გამოვიდა არა გია ნიჟარაძის, არამედ ქართული რაგბის დასაცავად", - განაცხადა გია ნიჟარაძემ.

ირაკლი აბუსერიძემ და გიორგი ნიჟარაძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურები გუშინ მოხსნეს. არჩევნებში სხვა კანდიდატები არ მონაწილეობდნენ, რის გამოც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის 20 დეკემბერს დაგეგმილი არჩევნები, სავარაუდოდ, გადაიდება.

"ინტერპრესნიუსი"

"ვაძლიერებთ ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს" - საქართველო ირანში ბოლო 2 კვირაში ნამყოფი პირების მიმართ კონკრეტულ ღონისძიებებს განხორციელებს

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ჩაიშალა

28-29 თებერვალს ექსპოჯორჯიაში მასშტაბური დასაქმების ფესტივალი ჩატარდება