რა ვითარებაა პანკისში - სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსი დავით სანაკოევს პასუხობს

 რა ვითარებაა პანკისში - სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსი დავით სანაკოევს პასუხობს

ქართველი სამართალდამცავები პანკისში ვითარებას აკონტროლებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის უფროსმა ირაკლი ბერაიამ განუცხადა, რითაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე ოსური დელეგაციის ხელმძღვანელის, დავით სანაკოევის მიერ გაკეთებული განცხადება უარყო.

"დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს" - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის წლის ბოლო შეხვედრის დასრულების შემდეგ ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სანაკოევმა განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების მობილიზაცია ხდება, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზას, იქ მყოფ მესაზღვრეებს საფრთხეს უქმნის.

მისივე მტკიცებით, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები გააქტიურებას და თავდასხმებს ახალი წლის დღეებში გეგმავენ, მათი სამიზნე კი რუსეთის მესაზღვრეები, საქართველოს სამართალდამცავები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები არიან.

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."