ლევან ბეჟაშვილი აეროპორტში სცემეს

ლევან ბეჟაშვილი აეროპორტში სცემეს

კიევიდან დაბრუნებულ უმცირესობის დეპუტატ ლევან ბეჟაშვილს აეროპორტში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

"რუთავი 2"-ის ინფორმაციით, გვიან ღამით, მგზავრთა გამოსასვლელთან ბეჟაშვილს რამდენიმე პირი დაუპირისპირდა.

სამართალდამცველებმა ინციდენტის ორი მონაწილე შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

ბეჟაშვილი აეროპორტიდან ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში დაკითხვზე გადაიყვანეს.

ფაქტზე გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო.

"მოხდა ფიზიკური თავდასხმა, შეხლა-შემოხლა. პოლიტიკურ ლიდერებზე თავდასხმა ხდება, რაც წახალისებულია ხელისუფლებისგან. არაფერი კეთდება იმისათვის, რომ ქვეყანაში სტაბილურობა იყოს. ეს ფაქტი ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე ქუთაისში ბიჭების დაკავება", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია