ნორვეგია ნავთობის გაყიდვის მოგებიდან მიღებულ თანხას საკუთარ მოქალაქეებს ურიცხავს

ნორვეგია ნავთობის გაყიდვის მოგებიდან მიღებულ თანხას საკუთარ მოქალაქეებს ურიცხავს

ნორვეგია - ქვეყანა, სადაც დაცვის თანხლებით არავინ დადის, სადაც არ არის კორუფცია, სადაც ბერგენში, სამეფო სასახლეში ღამის ოპერებს დგამენ, ზაფხულობით კი ქუჩებში სპექტაკლებს, მეფე, რომელიც თავად ნიშნავს და ხსნის თანამდებობიდან მინისტრებს (მთავრობაში 7 მინისტრი და ერთი პრემიერ-მინისტრია), სადაც სამეფო სასახლის პარკი ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის...

ХХ საუკუნის დასაწყისში ნორვეგია ”თევზმჭერთა პროვინციას” წარმოადგენდა განვითარებული გემთმშენებლობით. 1969 წლის დეკემბერში ნავთობის პირველი საბადოს ”ეკოფიქსი” გახსნამ სიტუაცია სრულებით შეცვალა.

ნავთობი, ისევე როგორც ქვეყნის სხვა ბუნებრივი რესურსი, ხალხის მემკვიდრეობად არის გამოცხადებული. ნავთობისგან მიღებული შემოსავალი სოციალურ პროგრამებში და საყოველთაო კეთილდღეობის ფონდში მიდის. ნორვეგია თანდათან ერთ-ერთ უმდიდრეს ქვეყნად იქცა, სადაც მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 40 ათას დოლარს აღწევს. 30 წლის განმავლობაში ქვეყნის შემოსავალმა 454,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. თითოეული ნორვეგიელის პირად ანგარიშზე ნავთობის გაყიდვის მოგებიდან თანხა ირიცხება, დღესდღეობით ეს თანხა 100 ათას დოლარზე მეტს შეადგენს თითო მოსახლეზე. ბავშვის დაბადებისთანავე იხსნება ანგარიში მის სახელზე და 3 ათასი დოლარი ირიცხება.

სამედიცინო დაწესებულებები უმეტესად სახელმწიფო ან მუნიციპალურია, სახელმწიფო სუბსიდიები კი სამედიცინო მომსახურების მაღალ დონეს უზრუნველყოფს (ოპერაციები, საავადმყოფოში მკურნალობა უფასოა). ქვეყანაში არ არის გამორჩეული და პრივილეგირებული საავადმყოფოები - თუკი გუშინ საავადმყოფოს პალატაში მეფე ჰარალდ V იწვა, დღეს იქ უბრალო მუშა წევს. ქვეყანაში უფროსი თაობის მედმომსახურების უმძლავრესი სოციალური სტრუქტურა მოქმედებს (მომვლელები, მედიკოსები, მოხუცთა თავშესაფარი). მოხუცთა თავშესაფრები ერთ ადამიანზე ერთოთახიან ბინას ან კოტეჯს წარმოადგენს, თითოეულ პაციენტს ღილაკიანი ქამარი უკეთია, საჭიროების შემთხვევაში, 24 საათის განმავლობაში, პაციენტი დააჭერს ღილაკს და მედდა უმალვე გაჩნდება.

უფასო განათლება

ნორვეგია მსოფლიოში ყველაზე მეტ თანხას ხარჯავს მოსწავლეებზე. სასკოლო სისტემა მოქმედებს მშობლების აქტიური მონაწილეობით: სკოლები ურჩევენ, მშობლები კი გადაწყვეტილებებს იღებენ, რომელი შემოთავაზებაა მათი შვილებისთვის საუკეთესო (პირველ კლასში 7 წლის ასაკში მიდიან, სწავლის პერიოდი - 9 წელი, მომდევნო განათლება ნებაყოფლობითია 16-დან 19 წლამდე), სკოლებში ინფორმატიკა და ინგლისური ენა გაძლიერებულად ისწავლება, ფორმირდება ჰუმანური მსოფლმხედველობა, ტოლერანტობა, ბუნების სიყვარული, შრომისმოყვარეობა.

იხილეთ გაგრძელება

მგლის ლეკვი, რომლის მუმიაც კანადაში იპოვეს, 56 000 წლის წინ ცხოვრობდა - მეცნიერების უნიკალური აღმოჩენა

მეკო ჩიტიშვილმა სიმსივნე დაამარცხა - "სიხარულისგან იმდენს ვიხტუნავებთ ახლა, მიწისძვრა არ მოხდეს"

ინგლისში, ფეხბურთელის მუხლში კბილები იპოვეს - "გაოგნებული ვიყავი და ექიმს ვეუბნებოდი, თქვენ რა, მეხუმრებით?!“