რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად მზად არის - გრიგორი კარასინი

რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად მზად არის - გრიგორი კარასინი

რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად მზად არის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა სააგენტო "რია ნოვოსტი"-სთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რუსეთმა საქართველოს მხრიდან "აგრესიის მოგერიებაში" მიიღო მონაწილეობა და "სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა" აღიარა.

"დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატივა ეკუთვნოდა მაშინდელ ქართველ მმართველს. რაც შეგვეხება ჩვენ, ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად მზად ვართ, თუმცა ისინი განაპირობებენ ამას იმით, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის აღიარება უნდა გააუქმოს" , - განაცხადა კარასინმა.

17 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს. 23 დეკემბრიდან კი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის აღების გამარტივებული წესები ამოქმედდა.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."