"ვინც მურუსიძე აირჩია, ის ქვეყნის მტერია!" - სამართლიანი სასამართლოს დასამარება "ჯილდოების ქვეყანაში"

"ვინც მურუსიძე აირჩია, ის ქვეყნის მტერია!" - სამართლიანი სასამართლოს დასამარება "ჯილდოების ქვეყანაში"

ამ ორიდე დღის წინ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სანდრო გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე თამარ მეფის ორდენით სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა, როგორც ქალი, რომლის ბრძოლაც სამართლიანობისთვის არა მხოლოდ შვილის ხსოვნისთვის ბრძოლა იყო, არამედ თოთოეული ახალგაზრდის სიცოცხლისთვის ბრძოლა, ვისაც შეიძლება გაეზიარებინა სანდრო გირგვლიანის ტრაგიკული ბედი.

ორდენი სანდროს მამას გურამ გირგვლიანს გადასცეს, რომელმაც სამადლობელი სიტყვისას თქვა: "არის ერთი პიროვნება, ერთი ადამიანი, იუსტიციის საბჭოდან, ეს არის პიროვნება მურუსიძე, რომელიც დღესაც უნამუსოდ იბრძვის იმისათვის, რომ კვლავ გახდეს ამ საბჭოს წევრი და რომელსაც ეტყობა ჰყავს თავისი ამფსონები, მხარდამჭერები. ალბათ, რომ მას რაღაცა იმედი აქვს, იმიტომ რომ ისე უნამუსოდ იქცევა დებატებში იქნება ეს თუ სხვაგან, რომ თითქოს ყველაფერში იყოს მართალი. არადა ერთ-ერთი პირველი ხელმომწერი ის იყო იმ განაჩენის, რომელიც მაშინ გამოიტანა იმ ხელისუფლებამ. თუ მურუსიძე აირჩიეს, გამოდის, ირინას ბრძოლა ამაო ყოფილა".

დღეს კი ირკვევა, რომ ლევან მურუსიძე, რომლის მიერ გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის თაობაზე გამოტანილი განაჩენები თავად სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია უკანონოდ, იუსტიციის სამინისტრომ უვადო მოსამართლედ აირჩია.

"ჯილდოების ქვეყანა! ირინა! ბოდიშს გიხდით ყველასგან და ყველას მაგივრად! როგორც დედა იმდენი მესმის, რომ აქაც და იქაც თქვენი ერთადერთი ჯილდო თქვენი შვილის სიკვდილზე პასუხისმგებელი პირების გამომჟღავნება და დასჯა იქნებოდს და ეს თუ ვერ კეთდება დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციაა ... ამისთვის ბოდიში!" - დაწერა "ფეისბუკში" საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა და ძნელია მას არ დაეთანხმო.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია