რით ჰგავს პოლიტიკა და ბიზნესი ერთმანეთს, ანუ რატომ გადადგა ღარიბაშვილი?

რით ჰგავს პოლიტიკა და ბიზნესი ერთმანეთს, ანუ რატომ გადადგა ღარიბაშვილი?

პოლიტიკა და ბიზნესი ერთმანეთს ჰგავს, განსაკუთრებით ჩვენთან, - წარმატებას როგორც ერთ, ასევე მეორე სფეროში, სიმდიდრე მოაქვს. ხშირად ეს წარმატება ტყუილს ეფუძნება. არ აქვს მნიშვნელობა, ხალხია მოტყუებული, პარტნიორი თუ მოწინააღმდეგე. თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებაც, ბიზნესმენი ისე არასდროს არევს სიტუაციას, რომ მერე ვერ დაალაგოს, პოლიტიკაში კი ასეც ხდება... თუმცა აქაც მხოლოდ გამორჩეული ნიჭის მქონეს შეუძლია, "ბანქო" აურ-დაურიოს და ბოლოს მოგებულიც დარჩეს.

ბიზნესში ეს შედარებით მარტივია, რადგან საქმე მაინც არითმეტიკულ გათვლასთან გვაქვს, რაც სიზუსტის წინაპირობაა. ახლა ჩვენს პოლიტიკურ რეალობას დავუბრუნდეთ...

ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობიდან წასვლის მიზეზი, არათუ ხალხმა, ვერც მსოფლიო მედიამ და დიპლომატიურმა კორპუსმა გაიგეს. საზოგადოება მკითხაობს, თუ ვინ იქნება მომავალი პრემიერი... თუკი მართლაც ყბადაღებული მოსაზრებიდან გამოვალთ, რომ ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილებას "ქვეყნის მთავარი მოქალაქე" იღებს (ლოგიკურად ასეც არის), მაშინ ისევ მარტივადაა საქმე!... ე.ი. ძაღლის თავი რიცხვებში უნდა ვეძებოთ.

რიცხვები კი სახარბიელო არ არის – ენ-დი-აის, ბოლო კვლევით, მმართველი პოლიტიკური ძალის 80%-იანი რეიტინგი 16%-მდე დაეცა. კულუარული ინფორმაციით, "ქართულ ოცნებას" არც შიდა კვლევებით აქვს ბევრად უკეთესი რეიტინგი. წარუმატებლობებს კი, როგორც წესი, მსხვერპლთშეწირვა მოსდევს... ჰოდა, გამოჩნდა პირველი მსხვერპლიც, თუმცა, სავარაუდოდ, პროცესი მხოლოდ ამ შეწირვით არ დასრულდება, მით უფრო, რომ წინ არჩევნებია. ზოგი ამბობს, - რა მნიშვნელობა აქვს ერთ მარიონეტს თუ მეორე შეცვლისო... მაგრამ არც ასე მარტივად არაა საქმე.

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."